პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ იმ კომპანიებს, რომლებმაც კომერციული საქმიანობა დავალიანების გამო შეაჩერეს. მისი განცხადებით, მთავრობის სხდომაზე 2013 წლის იანვრამდე დაგროვებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ინიციატივაზე იმსჯელებენ.

მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განმარტა, რომ დავალიანებების ნაწილი 2011-2012 წლებშია დარიცხული"

"ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და გამოუყენებელი შესაძლებლობები. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს, ახალი სიცოცხლე შეიძინონ ამ კომპანიებმა".

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების დროს განაცხადა.

გაიგეთ მეტი: