მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი კომენტატორების განცხადებები დისკრიმინაციული იყო - არა ფობიას!
პლატფორმა არა ფობიას წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კომენტატორების განცხადებები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისას ქსენოფობიური და რასისტული იყო. არა ფობიას არხს დისკრიმინაციული განწყობების გაღვივებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.
არა ფობიას მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 22 ივნისს სერბეთი-შვეიცარიის მატჩის ტრანსლირებისას კომენტატორებმა, გიგა გვენცაძემ და დავით ბანანაშვილმა ყურადღება ფეხბურთელების რასობრივ წარმომავლობაზე უსაფუძვლოდ გაამახვილეს:
- გიგა გვენცაძე: "და შვეიცარიის ნაკრებში წმინდასისხლიანი შვეიცარიელი ძალიან ცოტაა, ვინც ძირითად ნაკრებში თამაშობს. მეკარის ნომერზე თუ ვეტევით ამას და რამდენიმე მოთამაშეზე."
- დავით ბანანშვილი: "შანჟირი, ბაკა, ჯეჰრამი, ჯემაილი, ნახევარი გუნდი შვეიცარიის ნაკრების წარმოშვებით ალბანელია."
- გიგა გვენცაძე: "არც რიკარდო როდრიგესია სუფთა სისიხლის შვეიცარიელი, ესპანელ ჩილელი, აკანჟი ნიგერიელია."
"ფეხბურთელთა რასობრივი კუთვნილების მიხედვით დაყოფა და პიროვნების დახასიათება ბიოლოგიური წარმომავლობის ნიშნით („სუფთა (წმინდა) სისიხლის") ქსენოფობიური და რასისტული განწყობების მატარებელია", - წერია განცხადებაში.
არასამთავრობოების აზრით, ამ განცხადებებით არხმა მაუწყებელთა შესახებ კანონის 56-ე მუხლი დაარღვია, რომელიც გადაცემებში კონკრეტული თვისებებისა თუ სტატუსის განსაკუთრებულ ხაზგასმას კრძალავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის კომენტატორი, გიორგი ზურაბიშვილი არა ფობიას! განცხადებას ცილისწამებასა და სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატზე კომენტატორების მიერ კონკრეტული ფეხბურთელების ეროვნების დასახელება ქსენოფობიურ და რასისტულ მიზნებს არ ემსახურებოდა და საჭიროა კონტექსტის გათვალისწინება.
"ჯაკამ და შაჩირიმ შვეიცარიის მაისურით გოლები გაიტანეს და აღნიშვნის დროს ხელებით ალბანური არწივი გამოსახეს. ეს არ უნდა ახსნას კომენტატორმა? კონტექსტს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა?" - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის კომენტატორი პლატფორმა არა ფობიას! არაპროფესიონალიზმსა და ციტირების დროს დაშვებულ შეცდომებშიც ადანაშაულებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები