მეცნიერებმა ისპანახს იმეილის დაგზავნა "ასწავლეს"
შეიძლება ისპანახი თქვენი საყვარელი საჭმელი არ იყოს, მაგრამ დროა, მისი პოტენციალი სათანადოდ დავაფასოთ. MIT-ის (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის) მეცნიერებმა შეძლეს და ისპანახს ასაფეთქებელ ნივთიერებასთან კონტაქტის შემთხვევაში იმეილის გაგზავნა ასწავლეს.
მეცნიერებმა სპეციალური ტექნიკა შეიმუშავეს ნანოკარბონული სენსორების განსათავსებლად ფოთლების ქვედა მხარეს, სწორედ იმ შრეში, რომელშიც ფოტოსინთეზი წარმოებს. სენსორების ერთი ტიპი მუდმივ სიგნალს აგზავნიდა კომპიუტერზე, მეორე ტიპი კი მხოლოდ მაშინ აქტიურდებოდა, როცა მცენარის ფოთლებზე სამიზნე მოლეკულა ხვდებოდა. ამ გზით მკვლევარებმა იმის გარკვევა შეძლეს, როდის იყო ისპანახი ბუნებრივ მდგომარეობაში და როდის - ქიმიური ზემოქმედების ქვეშ.
იმ მომენტიდან, როცა ისპანახის ფესვები კონკრეტული ტიპის ქიმიურ ნივთიერებას შეეხო, ფოთლებამდე სიგნალის მისვლას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდა. ამის შემდეგ სენსორებმა ჩვეულებრივისგან განსხვავებული სიგნალი გააგზავნეს, რომელიც ინფრაწითელ კამერაზე აღიბეჭდა. კამერამ სმარტფონის ზომის კომპიუტერს შეტყობინება გადასცა, რის შემდეგაც მკვლევრებს ინფორმაცია ელექტრონული წერილის სახით მიუვიდათ.
"გვიხარია, რომ მცენარესა და ადამიანს შორის კომუნიკაციური ბარიერის აღმოფხვრა მოვახერხეთ", - განაცხადა ქიმიურმა ინჟინერმა მაიკლ სტრანომ.
ამავე ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელია დაბინძურების, მოულოდნელი ეკოლოგიური კატასტროფისა თუ გვალვის წინასწარმეტყველება.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები