გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2 და 3 ივლისს მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი:

ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 4 და 5 ივლისს, დილით.

აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 8 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 8 საათზე, გამოცდა - 9 საათზე).

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 8 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 8 საათზე, გამოცდა - 9 საათზე).

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 8 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 8 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 8 საათზე, გამოცდა - 9 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14 საათზე, გამოცდა 15 საათზე).

6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება.

ეროვნული ცენტრის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა.