დემნა გვასალიას Vetements-ის ახალი კოლექცია საქართველოს ისტორიას მოგვითხრობს

ფოტო: Vetements
რამდენიმე საათის წინ დემნა გვასალიამ პარიზში Vetements-ის ბოლო კოლექცია წარადგინა, რომლის მთავარი თემაც საქართველოა. კოლექციას SS19 ჰქვია და მასში ქართულწარწერებიანი სამოსი ჭარბობს. ინსპირაცია დიზაინერმა თავისი ოჯახის ისტორიიდან და 1992 წლის სოხუმის ტრაგედიიდან აიღო.
"ოჯახი და ძალადობა" ის მთავარი თემებია, რომლის გარშემოც აიგო კოლექციის კონცეფცია. წარსულის გააზრების გარდა, SS19-ს სხვა მიზანიც აქვს: მისი მეშვეობით მსოფლიო საქართველოს უახლოეს ისტორიას გაეცნობა.
სულ მალე მოდის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ხელმისაწვდომი იქნება Vetements-ის აპლიკაცია, რომლითაც დაინტერესებული პირები ტანსაცმელზე დატანილი QR კოდის დასკანირებას შეძლებენ. დასკანირების შემდეგ კი გაიხსნება ვიკიპედიის გვერდი, რომელიც 90-იანი წლების სისხლიან მოვლენებზე მოგვითხრობს.
"40-მდე მოდელი საქართველოში შევარჩიე", - განაცხადა დიზაინერმა Dazeddigital-თან საუბარში, - " მინდოდა მათ ახალგაზრდების სახელით ელაპარაკათ. საქართველოში რეალური თავისუფლება არაა. პოლიტიკური რეჟიმის გამო, ადამიანები სათქმელს ვერ გამოხატავენ. მე ეს ყველაფერი გამოვიარე და მტკივნეულად მახსენდება, ასე რომ, ეს აუცილებლად უნდა მეჩვენებინა სამყაროსთვის".
კოლექცია ქართული დამწერლობის პოპულარიზაციასაც ემსახურება. შარვლებსა თუ მაისურებს ქართული სიტყვები აწერია. Vetements-ის ბოლო კოლექცია კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ დემნა გვასალიასთვის მოდა მხოლოდ ხელოვნება კი არა, მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბრო პლატფორმაა.


ფოტო: Vetements

ფოტო: Vetements

ფოტო: Vetements

ფოტო: Vetements
სრული კოლექციის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები