მარნეულში, მტკვარში მაშველებმა 28 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მარნეულში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა გვამი მდინარე მტკვარში აღმოაჩინეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური On.ge-სთან საუბრისას ამბობს, პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილი 25 ივნისს რუსთავში, მტკვარში ბანაობისას გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამის შემდეგ შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამოძიება ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე ითვალისწინებს.
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები