20 თაგვი მარსზე პირობების შესასწავლად მიემართება
20 თაგვი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა
პარასკევ დილას ოციოდე თაგვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დადგა, ისინი SpaceX-ის ფალკონ 9 რაკეტით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრნენ.
თაგვები ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის ძილისა და ცირკადული ბიოლოგიის ცენტრის კვლევაში მონაწილეობენ. თაგვების ნახევარი ორბიტაზე 90 დღის განმავლობაში დარჩება, მეორე ნახევარი კი 30 დღეში დედამიწაზე დაბრუნდება. მეცნიერები დააკვირდებიან ამ პერიოდის განმავლობაში, როგორ შეიცვლება მათი ფიზიოლოგიური პროცესები, მიკრობიომი და ცირკადული რიტმები (ბიოლოგიური პროცესი, რომელიც ორგანიზმის დღე-ღამის და 24-საათიან რეჟიმს აკონტროლებს).
ყველა გაშვებულ თაგვს დედამიწაზე იდენტური და ან ძმა ჰყავს, რომლებიც კოსმოსური თაგვების მსგავს პირობებში, იდენტური განათების, ტემპერატურის და დატვირთვის რეჟიმში იქნებიან.
მსგავსი კვლევა ნასას ტყუპ ძმებზე აქვს ჩატარებული, კოსმონავტმა სკოტ კელიმ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთი წელი გაატარა, ხოლო მისი ძმა, მარკ კელი დედამიწაზე იყო. წლის დასაწყისში, ნასამ ამ კვლევის პირველადი შედეგებიც გამოაქვეყნა, აღმოჩნდა, რომ კოსმოსში ყოფნისას, სკოტ კელის გენური ექსპრესია 7%-ით შეიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები და თაგვები, რა თქმა უნდა, ძალიან განვსხვავდებით, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ტყუპი ძმების კვლევისგან განსხვავებით, თაგვებისთვის დედამიწაზე და ორბიტაზე შექმნილი იდენტური პირობები უფრო გამოააშკარავებს იმ შედეგებს, რაც ორგანიზმის კოსმოსში ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს. რადგან, როდესაც სკოტ კელი ორბიტაზე იყო, მისი ძმა დედამიწაზე ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდა და მის ნებისმიერ ქცევას შეეძლო კვლევაში უზუსტობა შეეტანა.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ კოსმოსში ყოფნა ჯანმრთელობას ბევრ საფრთხეს უქმნის - მხედველობის დაქვეითება, კუნთების ატროფია, სიმსივნე - მაგრამ კოსმოსში ხანგრძლივი დროით დარჩენის რისკები კვლავ უცნობია. თუ გავითვალისწინებთ მოცემულობას, რომ ადამიანების მარსზე გაგზავნა და უკან დაბრუნება რამდენიმე წელიწადს მოითხოვს, აუცილებელია, წინასწარ ვიცოდეთ თუ რა რისკებს მოიცავს მსგავსი მისია.
მიუხედავად იმისა, რომ 90 დღე ჩვენთვის ძალიან დიდ დროს არ წარმოადგენს, თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ის ჩვენთვის 9 წლის ექვივალენტურია. ასე რომ, კოსმოსური თაგვების კვლევამ შესაძლოა ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამოააშკარავოს.
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
კომენტარები