მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო
მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად სცნო.
მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებს ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, თუ ეს სამუშაო შესრულებულია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული საგადახადო შეღავათის სრული გაუქმებით, ასევე არსებითად თანასწორ პირებზე მისი ერთნაირად გავრცელებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლის კომპეტენციაა, ამდენად, არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება გადადო 2018 წლის 31 დეკემბრამდე.
საქმეზე "საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში და საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 3 ივლისს მიიღო.
მოსარჩელეთა პოზიცია
მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ანიჭებდა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ამ შესაძლებლობის გარეშე ტოვებდა. მოსარჩელეთა აზრით, ამგვარი რეგულირება იყო დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობის უფლებას.
მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე მხარის მოსაზრებით, საქართველოს საპატრიარქო, ისევე როგორც სხვა რელიგიური გაერთიანებები, წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს, თუმცა განსხვავებული მოპყრობა ემსახურებოდა ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის რეალიზაციას - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას ქვეყანაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესადარებელი რელიგიური გაერთიანებები წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს და განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა რელიგიურ ნიშანს.
სასამართლომ განმარტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესია, თუმცა ამ მიზნის რეალიზებისთვის უმნიშვნელოა, თუ ვისი დაკვეთით შესრულდება სამუშაოები, თუკი დაცული იქნება შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების აღსრულება ღირებული სამართლებრივი სიკეთეა, თუმცა, უპირველესად, უნდა არსებობდეს კონსტიტუციის აღსასრულებელი მოთხოვნა.
"მართალია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი აღიარებს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს სახელმწიფოს ისტორიაში, თუმცა ამ დებულებაში ნებისმიერი პრივილეგიის მინიჭების დასაშვებობის თავისთავად მოაზრება აზრს დაუკარგავდა თანასწორობის უფლებას და შეუთავსებელი იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის, მათ შორის, მე-7 მუხლისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ეკლესიისთვის განსაკუთრებული როლის აღიარება მის ისტორიულ ღვაწლთან არის დაკავშირებული და პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას არ უკავშირდება. სასამართლომ არ გამორიცხა დიფერენცირების მართლზომიერება ზოგიერთ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხელშეწყობის ესა თუ ის ღონისძიება ობიექტურად და რაციონალურად იქნება დაკავშირებული ეკლესიის ღვაწლთან და კონკრეტულ ისტორიულ გარემოებებთან.
სასამართლოს მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი მიემართება ნორმის ამოქმედების შემდგომ დაწყებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამ ურთიერთობაში საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ გააჩნია მყარი, გარდაუვალი კავშირი ეკლესიის ისტორიულ ღვაწლთან და მხოლოდ სახელმწიფოს კეთილი ნების გამოვლინებაა.
წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას. ამდენად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან ათავისუფლებს მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით გაწეულ ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის მომსახურებას, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები