სკოტლანდ იარდი კევინ სპეისის საქმეზე დამატებით სამი გაუპატიურების ისტორიას იკვლევს. სავარაუდო დანაშაულები 1996 წლიდან 2013 წლის ჩათვლით მოხდა.

ლონდონის პოლიციიც ცნობით საბოლოო ჯამში სპეისის საქმეში გაუპატიურების 6 საქმეა შეტანილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კევინ სპეისი ენტონი რაპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სკანდალის შემდეგ ის გაათავისუფლეს Netflix-ის სერიალიდან House of Cards, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა. ამავდროულად საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიამ გააუქმა დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც კევინ სპეისის საპატიო ემის გადასცემდნენ.

გარდა ამისა რიდლის სკოტის ახალი ფილმიდან All the Money in the World, კევინ სპეისის მიერ შესრულებულ ყველა სცენა ამოჭრეს.

ამერიკის ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ, CAA კევინ სპეისის კონტრაქტი შეუწყვიტა. მსახიობთან თანამშრომლობაზე უარი თქვა მისმა აგენტმაც. კევინ სპეისი მოხსნეს ონლაინ სასწავლო პროგრამების კურსიდან, MasterClass, სადაც მსახიობი სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა.

გაიგეთ მეტი: კევინ სპეისის საქმე