მიხაილ როთი

4 Jul. 2018, 10:46

ევროკავშირის შემოქმედებით ძალის გამოყენება, მის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის მშვიდობისა და თავისუფლებისათვის შესრულება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მშვიდობისა და დემოკრატიის პროექტს - ევროკავშირს - მშვიდობისა და დემოკრატიის სრულიად ევროპის პროექტად ვაქცევთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის წინაშე გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. და ამაში საქართველო, ჩვენთვის, პირადად, გამორჩეულ როლს თამაშობს, რადგან ჩვენი ქვეყნები, ძვირფასო მეგობრებო, პარტნიორობის გრძელ ისტორიას ითვლიან...

აღმოსავლეთთან მიმართებით, ეს ახალი პოლიტიკა არაა არავის წინააღმდეგ მიმართული. ეს ახალი პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ამა თუ იმ ქვეყანამ ხიდი უნდა ჩატეხოს ტრადიციულ - ხშირ შემთხვევაში - რთულ პარტნიორთან თუ მეზობელთან. საქმე ისაა, რომ ჩვენ ახალი პარტნიორობით ახალი ხიდების შენება გვინდა, რომელზეც ბევრი ადამიანი გაივლის. და ეს ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია. ეს არის ხიდი, რომელიც ღირებულებებზეა დაფუძნებული: დემოკრატიაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, უმცირესობების მიმართ პატივისცემაზე, პრინციპზე "კეთილდღეობა ბევრს".

განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მიხაილ როთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ