ფინკა ბანკი მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და საქმიანობას აგრძელებს
დღეს ფინკა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა შესრულებულია და განაგრძობს ფინკას გლობალური მისიის შესრულებას საქართველოში. ბანკის მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ფორმალური პროცედურა უკვე დასრულებულია.
როგორც ფინკა ბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ნადარეიშვილმა განაცხადა, ფინკა ბანკმა უკვე გაზარდა საზედამხედველო კაპიტალი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოდენობამდე. საზედამხედველო კაპიტალის შესაბამისობაში მოყვანა მოხდა როგორც ფინკას აქციონერების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მონაწილეობით.
"დღეს შეგვიძლია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ფინკა ბანკის საზედამხედველო კაპიტალი სრულ შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებთან. ფინკა ბანკის აქციონერები, FINCA Impact Finance-ის გლობალური საფინანსო ქსელის პარტნიორები, ყოველთვის გამოთქვამენ უპირობო მზადყოფნას, ფინკა ბანკი სრულად აკმაყოფილებდეს მარეგულირებლის მოთხოვნებს. ფინკა ბანკი განაგრძობს განვითარებას და მომხმარებლებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურების შეთავაზებას", - აღნიშნა გიორგი ნადარეიშვილმა.
სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო უკვე 20 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს მომხმარებლებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, ფინანსური მომსახურება ხელმისაწვდომია 100 000-ზე მეტი მომხმარებლისათვის, რომელთა დიდი ნაწილი რეგიონების მკვიდრია.
ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაზრდის შესახებ შარშან განაცხადა. ბანკებმა ახალი ვალდებულებები 2018 წლის ბოლომდე უნდა შეასრულონ.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები