ურანს ოდესღაც უზარმაზარი ობიექტი დაეჯახა და ის სამუდამოდ დააზიანა
ეს ობიექტი დედამიწაზე ორჯერ დიდი ზომის უნდა ყოფილიყო
მზის სისტემაში, ურანის გარდა, ყველა პლანეტა მეტნაკლებად თანაბრად არის ორიენტირებული, ანუ მათი ჩრდილოეთი და სამხრეთ პოლუსები ერთ მხარესაა მიმართული. ურანი განსხვავებულია. ლურჯი პლანეტის ჩრდილო-სამხრეთის ღერძი მზის ორბიტალური სიბრტყიდან 98 გრადუსით არის გადახრილი - ის მზის გარშემო პრაქტიკულად მხარზე წამოწოლილი ბრუნავს.
ეს იმდენად უჩვეულოა, რომ ამ უცნაურობის ქვეშ რაღაც მიზეზი უნდა იმალებოდეს. ახლა კი ასტრონომები ფიქრობენ, რომ მათ ურანის საიდუმლო ამოხსნეს. ოდესღაც ურანს დედამიწაზე ორჯერ დიდი ზომის პლანეტა დაეჯახა და "გადააყირავა". მსგავსი შედეგი ერთ გიგანტურ ან რამდენიმე პატარა შეჯახებას შეიძლება გამოეწვია. თუმცა ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმის შესახებ, თუ როდის მოხდა ეს შეჯახება და კიდევ რა ცვლილებები გამოიწვია მან პლანეტაზე.
ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად, მეცნიერებმა კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს, ურანის მოდელს სხვადასხვა ზომის პლანეტები დააჯახეს და შედეგებს დააკვირდნენ.
"ჩვენ, სუპერკომპიუტერების საშუალებით, 50-ზე მეტი სხვადასხვა შეჯახების სცენარის სიმულაცია მოვახდინეთ და ვეცადეთ გვენახა ის პროცესები, რომლებმაც პლანეტის ევოლუციაში წვლილი შეიტანა” - ამბობს დარემის უნივერსიტეტის ფიზიკოსი იაკობ კეგერი.
“ჩვენი შედეგების მიხედვით, ყველაზე რეალური სცენარი ახალგაზრდა ურანთან დედამიწაზე ორჯერ დიდი ზომის ობიექტის პლანეტარული შეჯახებაა”
ეს კატასტროფა, სავარაუდოდ 4 მილიარდი წლის წინ მოხდა, როდესაც ჩვენი მზის სისტემა ჯერ კიდევ ახალი ჩამოყალიბებული იყო. ასეთი კატაკლიზმა ურანთან დაკავშირებულ სხვა უცნაურობებსაც ზუსტად ხსნის. მაგალითად პლანეტის ეკვატორული რგოლები, ან მთვარეები, რომლებიც ერთი მიმართულებით მოძრაობს. ის ფაქტი, რომ მისი ყველა მთვარე, ურანის გარშემო, ერთი მიმართულებით ბრუნავს აქამდე შეჯახების ჰიპოთეზის პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ადრეული სიმულაციები აჩვენებდა, რომ ასეთ შეჯახებას, წესით, ზოგიერთი მთვარის ბრუნვის მიმართულება უნდა შეეცვალა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ თუ ურანს მოზრდილი ქვის ან ყინულის ობიექტი დაეჯახებოდა, ის პლანეტასთან შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ქვების და ყინულის ღრუბელს ორბიტაზე ერთი მიმართულებით გატყორცნიდა, რამაც საბოლოოდ ერთი მიმართულებით მოძრავი მთვარეები და ასევე ეკვატორული რგოლები მოგვცა. ხოლო ურანის გარე ორბიტებზე ნანახი განსხვავებული მახასიათებლების მქონე მთვარეები, სავარაუდოდ ურანმა ცხოვრების მომდევნო პერიოდებში შეიძინა.
კიდევ ერთი გაურკვეველი ფაქტი იყო ის, თუ როგორ მოახერხა ურანმა ასეთი შეჯახების მიუხედავად, თავისი ატმოსფეროს შენარჩუნება. პასუხი ისაა, რომ ეს შეჯახება უფრო მეტად “გვერდის გაკვრა” იყო, ვიდრე პლანეტების პირდაპირი დაჯახება. ასეთი ნაწილობრივი შეჯახება საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ პლანეტა თავისი ღერძიდან "გადაყირავებულიყო," მაგრამ ამავდროულად, თავისი ატმოსფეროც შეენარჩუნებინა.
ასეთი შეჯახება ასევე გამოიწვევდა პლანეტის შიგნით გამდნარი ყინულის და ქვის მასების წარმოქმნას, რაც ხსნის ურანის ასიმეტრიულ მაგნიტურ ველს.
რომ შევაჯამოთ, აღმოჩნდა რომ ეს მოდელი ურანის ყველა უცნაურობას კარგად ხსნის, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს გამოგვადგება არა მხოლოდ ჩვენი მზის სისტემის, არამედ სხვა ეგზოპლანეტების შესასწავლადაც, რადგან კეპლერის მისიის მიერ აღმოჩენილი ეგზოპლანეტების უმეტესობა სწორედ ურანის მსგავსია. ასე რომ, ურანის საიდუმლოებების ამოხსნა დაგვეხმარება სხვა პლანეტების თავისებურებების უკეთ ახსნაში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები