პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი გახდა.

მრავალდღიანი ჭორები ოფიციალური განცხადებით შეიცვალა. პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ რეალი 88 მილიონ ფუნტს მიიღებს. როგორც ცნობილია, რონალდუ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ხელფასი წლიურად დაახლოებით 30 მილიონ იქნება.

ოქროს ბურთის 5-გზის მფლობელმა რეალთან ერთად 4-ჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ორჯერ კი ლა ლიგის.

რაც შეეხებათ ტურინელებს, ისინი ზედიზედ შვიდი სეზონია, რაც იტალიის ჩემპიონატს იგებენ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ.