იაპონიაში სექტა "აუმ სიმრიკეს" ხელმძღვანელი და 6 წევრი ჩამოახრჩეს
იაპონიაში ორგანიზაცია "აუმ სინრიკეს" ხელმძღვანელი, სეკო ასაჰარა და კიდევ ექვსი წევრი ჩამოახრჩეს. რელიგიური სექტა "აუმ რინრიკე" იაპონიის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური ტერაქტის ორგანიზატორია. ტერაქტი ტოკიოს მეტროში 1995 წლის 20 მარტს განხორციელდა, შედეგად დაიღუპა 13 მოქალაქე, ხოლო 6 ათასზე მეტი მოიწამლა. სექტის წევრებმა, ტოკიოს მეტროში, მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გააფრქვიეს, ამგვარად ეს იყო პირველი ტერორისტული აქტი, რომელიც ქიმიური იარაღით განხორციელდა.
სექტის დამფუძნებლის სეკო ასაჰარეს გარდა, სიკვდილით დასაჯეს კიოხიდე ხაიაკავა, რომელიც ორგანიზაციაში თავდაცვის მინისტრის ფუნქციას ასრულებდა, ასევე, ტომომა ნაკაგავა და იოსიხირუ ინოუე.
რა არის "აუმ სინრიკე"
რელიგიური სექტა "აუმ რინრიკე" 1987 წელს სეკო ასაჰარამ დააარსა. სეკო ასაჰარა ორგანიზაციის დამფუძნებლის ფსევდონია. მისი ნამდვილი სახელია ტადზუო მაცუმოტო. სექტის სახელწოდება ითარგმნება როგორც "უმაღლესი ჭეშმარიტება", ან "ჭეშმარიტების სწავლება".
სექტის ხელმძღვანელმა სეკო ასაჰარემ, თავი ქრისტედ გამოაცხადა და ამასთანავე ირწმუნებოდა, რომ ის არის პირველი ადამიანი ბუდას შემდეგ, რომელიც განსხივოსნდა. 1989 წელს სექტამ ოფიციალური რელიგიური ორგანიზაციის სტატუსი მიიღო. სექტის წევრების რაოდენობა ამ დროისთვის სწრაფად იზრდებოდა.
თავიდან, სექტის ეკლექტური მოძღვრება მხოლოდ ბუდისტურ და ჰინდუისტურ სწავლებას იზიარებდა, თუმცა მოგვიანებით ორგანიზაცია აპოკალიპტური ქრისტიანული სწავლების პრინციპებზე გადავიდა.
სექტის ხელმძღვანელი კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტებში, ატარებდა მრავალრიცხოვან შეკრებებსა და სემინარებს. ასაჰარე, ასევე, აქტიურად გამოცემდა წიგნებს, იგი ათამდე სხვადასხვა წიგნის და პუბლიკაციის ავტორია.
დროთა განმავლობაში ორგანიზაცია პარანოიდულ კულტად ჩამოყალიბდა, რომელიც სამყაროს მოახლოებულ აღსასრულზე ქადაგებდა. სექტის ადაპტები ირწმუნებოდნენ, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია და ომის შედეგად მხოლოდ მათი სექტის წევრები გადარჩებიან. ამ არგუმენტით ორგანიზაციის ქმედებები სულ უფრო რადიკალური გახდა, ხშირი იყო შემთხვევები, როცა სექტის წევრები იტაცებდნენ, თავს ესხმოდნენ და კლავდნენ საწინააღმდეგო მოძღვრების ადამიანებს. სექტის წევრები ამ მიზნებისთვის ხშირად იყენებდნენ სხვადასხვა ქიმიურ ნივთირებას.
სხდასხვა მონაცემებით, ორგანიზაციაში 50 ათასმდე ადამიანი იყო გაწევრიანებული, აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი "აუმ სინრიკეს" რუსეთის ფილიალში ირიცხებოდა.
ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, ტოკიოში 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ მოექცა. ტერაქტიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, დააპატიმრეს ორგანიზაციის 200-ზე მეტი წევრი.
რა მოხდა ტოკიოში
1995 წლის 20 მარტის სექტის წევრებმა, ტოკიოს მეტროს ყველაზე დატვირთულ საათებში, მეტროს ვაგონებშi მომწამვლელი ნივთირება ზარინის შემცველი პაკეტები გახეთქეს. ამ მიზეზით დაიღუპა 13, ხოლო მოიწამლა 6 ათასი მოქალაქე.
ეს ტერორისტული მოვლენა იაპონიისთვის შოკისმომგვრელი იყო. მანამდე ქვეყანა კრიმინალის დაბალი დონით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა.
თავდასხმა ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე მაშტაბურ ტერორისტულ აქტად შეფასდა. ამ შემთხვევამ, ბევრი კითხვა გააჩინა სამართალდამცავი სისტემის და მათი ეფექტურობის მიმართ. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციაში შევიდა არაერთი შეტყობინება, რომელიც მოსალოდნელ ტერაქტს შეეხებოდა. პოლიციას, ასევე, ადანაშაულებდნენ გულგრილობაში სექტის საქმიანობის მიმართ.
ტერაქტის შემდეგ დაიწყო ხელმღვანელების და წევრების დაპატიმრება. საბოლოოდ, განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა სექტის 200 წევრი, აქედან 13 სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
ბოლოს სასამართლოს წინაშე კაცუია ტაკახასი წარსდგა, რომელიც 17 წლის განმავლობაში ემალებოდა სამართალდამცავებს. იგი 2012 წელს დააპატიმრეს. სასამართლომ ტაკახასის უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
რატომ არ სრულდებოდა განაჩენი 14 წლის განმავლობაში
სექტის წევრებს სასიკვდილო განაჩენი იაპონურმა სასამართლომ 2004 წელს შეუფარდა, თუმცა მისი აღსრულება ყველა ინსტანციის სასამართლოს გავლამდე აკრძალულია.
წინა წლებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონიის მთავრობა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას 7 სიკვდილმისჯილისთვის ერთდროულად ა[ირებდა, თუმცა აღნიშნულ გეგმას საერთაშორისო თანამეგბრობის კრიტიკა მოყვა. ამ მიზეზით, იაპონიის მთავრობამაც უარი თქვა გეგმაზე. უკვე მრავალი წელია, საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად აკრიტიკებს იაპონიას ქვეყანაში სასჯელის უმაღლესი ზომის გამო.
2010 წელს იაპონიაში ამოიწურა მორატორიუმის ვადა, რომელიც სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ეხებოდა. იაპონიაში ყოველწლიურად საშუალოდ რვა ადამიანი ისჯება სიკვდილით. სასიკვდილო განაჩენი უკლებლივ ყველა შემთხვევაში ჩამოხრჩობის გზით ხდება.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები