ტყვია ქართულ სუნელებში - ერთი წლის შემდეგ
წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება გახმაურდა, რომელიც იმიგრანტებს ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალ შემცველობაზე აფრთხილებდა. დღეს შევეცდებით რამდენიმე კითხვას ვუპასუხოთ: ძალაშია თუ არა ძველი გაფრთხილება ნიუ-იორკში, მოიმატა თუ იკლო ქართველი ემიგრანტების რაოდენობამ, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა? ასევე გვაინტერესებს, თუ რამდენად აკონტროლებს სიტუაციას ადგილზე საქართველოს მთავრობა და რა შედეგები აქვს ადგილობრივ ლაბორატორიებს.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემები
დავიწყოთ ნიუ-იორკით, ამერიკის უდიდესი მეგაპოლისით, რომელშიც აღრიცხვის ბოლო მონაცემებით, 8.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ისინი კვლავ პოულობენ ტყვიის მაღალ შემცველობას ქართველი იმიგრანტების და მათი შვილების სისხლის ანალიზში.
ძალაში რჩება 2015 წელს ქართველი იმიგრანტებისთვის მომზადებული განცხადებაც ქართული სუნელების შესახებ. იმიტომ, რომ დაბინძურების წყაროს გამოვლენის მიზნით ჩატარებული დამატებითი გამოძიების დროს, რომლის დროსაც დეტალურად მოწმდება იმიგრანტების საცხოვრებელი ადგილი, შემთხვევების 90 პროცენტში, ინტოქსიკაციის წყაროა საქართველოდან ჩამოტანილი სუნელები. სიტყვა-სიტყვით: "საქართველოში შეძენილი, ან დამზადებული სუნელები".
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო 10 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად არც გაზრდილა და არც შემცირებულა იმ ქართველ იმიგრანტთა საშუალო წლიური რაოდენობა, რომელთაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა. თუმცა, დეპარტამენტის ცნობით, წელს გაცილებით მაღალია ქართულ სუნელებში დაფიქსირებული ტყვიის მაქსიმალური რაოდენობა.
ერთი წლის წინ, 2017 წლის 30 ივნისს, კაროლინა როდრიგესმა, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ ქართულ სუნელებში ტყვიის მაქსიმალური შემცველობა 27 000 ppm-ს აღწევდა (27 000 Parts Per Million ნიშნავს 27 000 ერთეული მილიონზე). წელს კი "ტყვიის შემცველობა აღემატებოდა 5 ppm-ს და 48 000 ppm-საც კი აღწევდა" - მოგვწერა მან 2018 წლის 2 ივლისს.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, იმ ბავშვებში, რომელთაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, დაახლოებით ნახევარი საქართველოშია დაბადებული. მეორე ნახევარი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მშობლების ოჯახში გაჩნდა.
აქვე გეტყვით, რომ ქალაქის მერის, ბილ დე-ბლასიოს ახალი ინიციატივით, თუ აქამდე გამოძიება ინიშნებოდა სისხლში ტყვიის 10 მგკ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) რაოდენობის აღმოჩენის შემდეგ, 2018 წლის 1 ივლისიდან ეს რაოდენობა 5 მგკ/დლ-მდე შემცირდა. ეს ნაბიჯი მოსახლეობისთვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობასაც ზრდის. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ნიუ-იორკში ტყვიით მოწამვლის შემთხვევები 2005 წლის შემდეგ თითქმის 90 პროცენტით შემცირდა.
ნიუ-იორკელი პედიატრი მაიკლ ჰანანი
გასულ წელს ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ნიუ-იორკში მცხოვრებ, წარმოშობით ქართველ ექიმს მაიკლ ჰანანს. მისი ოფისი ბრუკლინში მდებარეობს, ნიუ-იორკის იმ ნაწილში, რომელიც ქართველი იმიგრანტების ყველაზე მჭიდრო დასახლებით გამოირჩევა. იმის გამო, რომ ექიმის ოფისში ქართულად და რუსულად საუბრობენ, მას ბევრი ქართველი პაციენტი ჰყავს, განსაკუთრებით - ახალ ჩამოსულებში.
განახლებული ინფორმაციისთვის, ექიმ ჰანანს ორშაბათს, ტელეფონით დავუკავშირდით. ის ამბობს, რომ მათ მიერ ბოლო ერთი წლის მანძილზე გასინჯულ, "ახალ ჩამოსულ ქართველ იმიგრანტებში, სისხლში ტყვიის მეტ-ნაკლებად მაღალი შემცველობა დაახლოებით 50 პროცენტს აღენიშნებოდა". თუმცა, მისი მონაცემები მხოლოდ ბრუკლინის ერთი ოფისის კერძო პრაქტიკას ეყრდნობა და შესაბამისად, მთელ ქართულ იმიგრაციაზე არ ვრცელდება.
"გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა განათლების, ცნობადობის გაზრდის მხრივ. თუ ადრე, მშობლები შვილებს ზაფხულში რომ საქართველოში წაიყვანდნენ, ისევ მომატებული ტყვიის რაოდენობით ჩამოჰყავდათ, ახლა ბევრად ფრთხილად არიან და უკან დაბრუნებულზე, უმეტესად ტყვიის რაოდენობა სისხლში იგივეა ხოლმე" - აღნიშნავს ექიმი ჰანანი. პედიატრის თქმით, მის მიერ გასინჯული ქართველი ბავშვების სისხლის ანალიზში ტყვიის მაქსიმალური რაოდენობა 18 მგკ/დლ-ს აღწევს.
შეიცვალა თუ არა სიტუაცია საქართველოში?
პრობლემა "არახალია, გლობალურია" და ჩვენ ცნობადობის ამაღლებისთვის, ყოველწლიურად ოქტომბერში, ბოლო ოთხი წელია, ტყვიის კვირეულს ვატარებთ. მაგრამ, თქვენი შარშანდელი პუბლიკაციის შემდეგ, ამ პრობლემას გაცილებით მეტი ყურადღებით მივუდექით, ამბობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, ცნობადობა ტყვიის თაობაზე საქართველოს მოსახლეობაში ბოლო ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს გაცილებით ბევრმა იცის, რომ ტყვია შეიძლება იყოს არამარტო სანელებლებში, არამედ ინდუსტრიულ საღებავში, სამშენებლო მასალაში, ბავშვის სათამაშოებში და ასე შემდეგ. თბილისში უკვე გაჩნდა მაღაზიები, სადაც ნახავთ წარწერას, რომ საღებავი შემოწმებულია და მასში ტყვია არ არის.
საქართველოში თითქმის 10 წელია, რაც ტყვიის შემცველი საწვავი "ოფიციალურად" აღარ შემოდის, ამბობს ამირან გამყრელიძე. თუმცა, მას არ აქვს პასუხი ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად ხდება ამ რეგულაციების დაცვა, ან რა სიხშირით მოწმდება იმპორტირებული საწვავი, ბენზინგასამართი სადგურები, უცხოეთიდან შემოსული საღებავები, უკვე შეღებილი ავეჯი, ბავშვის სათამაშოები და საკვები პროდუქტი. ეს მისი კომპეტენციების ფარგლებს მართლაც სცდება. შესაბამისად, მასთან ვერც ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების რეფორმის პროგრესს ვაზუსტებთ, რაც გამონაბოლქვის სახით, ჰაერში, წყალში თუ ნიადაგში არამარტო ტყვიის, არამედ სხვა ტოქსიკური მძიმე მეტალების გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს და ჰაერის ნომერ მეორე დამბინძურებლად ითვლება (პირველი ინდუსტრიული გამონაბოლქვია).
იმედისმომცემ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი იუნისეფთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, გეგმავს მსხვილმასშტაბიან კვლევას. ამირან გამყრელიძე განმარტავს: "შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ე.წ. რანდომიზირებული კვლევა ჩატარდება, რომელიც ებმება ე.წ. მიქს-კვლევას. მიქსი არის მსოფლიოს ერთ-ერთი აღიარებული ბავშვთა ასაკის, ე.წ. მულტი-ინდიკატორული კვლევა, რომელშიც ბავშვთა განვითარების ბევრი ინდიკატორის შესწავლა ხდება".
მისი თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ერთი წელია, რაც მიმდინარეობს. ცენტრმა სთხოვა იუნისეფს, კვლევისთვის დაემატებინა სპეციალური კითხვარი ტყვიასთან დაკავშირებით და ასევე სისხლის ანალიზი. "რამდენადაც მე ვიცი, დაახლოებით 1 500-მდე ბავშვს გამოიკვლევენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ჩვენ, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ვართ თანამონაწილე ამ კვლევის. ვფიქრობთ, დეკემბრის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში გვექნება შედეგები, რომლითაც შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს ქვეყანაში საქმე", - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე და დასძენს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქმედითი ღონისძიებები სწორედ ამ კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმება.
ერთი ლაბორატორიის სტატისტიკა
საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ლაბორატორიამ, ანონიმურობის დაცვის პირობით, ამერიკის ხმას შემდეგი მონაცემები გადასცა: ბოლო წლების მანძილზე გაკეთებული 390 სისხლის ანალიზიდან, ტყვია დასაშვებ რაოდენობას 129 შემთხვევაში აღემატებოდა. საუბარია ვენიდან აღებულ სისხლში ტყვიის 5 მგკ/დლ-ზე უფრო მაღალ შემცველობაზე.
ლაბორატორია არ გვიზიარებს ინფორმაციას პაციენტების სქესის და ასაკის შესახებ. მათი მონაცემებით, იყო შემთხვევები, როცა გადაჭარბება შეადგენდა 13, 18 და 20 მგკ/დლ-ს. ამ ერთი ლაბორატორიის მონაცემებზე დაყრდნობით, ტყვიის რაოდენობა გასინჯული პაციენტების 33 პროცენტზე მეტს, ანუ, დაახლოებით მესამედს აღმოაჩნდა. ვიმეორებთ, აქაც საუბარია მხოლოდ ერთ ლაბორატორიაზე და ეს მონაცემები საქართველოს მოსახლეობაზე არ ვრცელდება.
- - -
დეტალურ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ტყვია და რატომ არის ის საშიში, ასევე იმაზე, თუ რა მოხდა ერთი წლის წინ, შეგიძლიათ გაეცნოთ ამერიკის ხმის გასული წლის პუბლიკაციაში.
ამავე თემაზე:
- ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი: ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩენილია 2017 წელსაც
- რეპორტაჟი ნიუ-იორკიდან: ქართველი ბავშვები, რომლებსაც სისხლში ტყვია უპოვეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო: ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა სუნელების ოთხ ნიმუშში
- ფიზიკური პირები მხოლოდ მომხმარებლის თვალწინ დაფქვილი სანელებლების გაყიდვას შეძლებენ
- 10 ფაქტი ტყვიით მოწამვლის შესახებ, რომელიც თქვენი ბავშვების დაცვაში დაგეხმარებათ
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები