რუსთავი 2 და იმედი: შეიცვლება 3 მინისტრი, თუმცა არა - თეა წულუკიანი

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ტელეკომპანია იმედისა და რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სამ მინისტრს შეეხება. მედიასაშუალებები ახალი მინისტრების სავარაუდო სიას ავრცელებენ, რომელსაც On.ge გთავაზობთ.
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, სავარაუდოდ, მიხეილ ბატიაშვილი იქნება. ბატიაშვილი ამჟამად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია.
- ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე, იმედის ინფორმაციით რამდენიმე კანდიდატი განიხილება, რუსთავი 2-ის ცნობით, კი ამ თანამდებობაზე ვანო მაჭავარიანი, ჯეოსელის ყოფილი კომერციული დირექტორი დაინიშნება.
- ეკონომიკის მინისტრი, მედიასაშუალებების თქმით, გიორგი ქობულია იქნება. ქობულია ექიმი-კარდიოლოგია და ამჟამად მოსკოვში საქმიანობს.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის კაბინეტში სხვა ცვლილებები არ იგეგმება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, გარდამავალი მთავრობა პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად არსებული შემადგენლობით წარსდგა და პარლამენტმა მხარი დაუჭირა. სამთავრობო გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, 3 სამინისტრო გაუქმდა და სხვა სამინისტროებს შეუერთდა. მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს "პირობა მისცა", რომ ახალ მთავრობაში ახალი სახეები იქნებოდნენ.
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები