რატომ არიან ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვები და მწვრთნელი კარანტინში
ტროპიკული გამოქვაბულები სასიკვდილო დაავადებების გავრცელებისთვის იდეალური ადგილია
როგორც იქნა, ყველაფერი დასრულდა. 12 ბიჭი და მათი მწვრთნელი ყვინთვის, ცოცვის და ძრომის შემდეგ ტაილანდის გამოქვაბულიდან გამოიყვანეს, სადაც ისინი 17 დღის განმავლობაში იყვნენ დატყვევებულნი.
არ ყოფილა გულისამაჩუყებელი ჩახუტება მშობლებთან და ახლობლებთან. ბიჭები და მწვრთნელი გათავისუფლების შემდეგ დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ფეხბურთის გუნდი სტერილურ ოთახში ჰყავთ მოთავსებული და მათთან კომუნიკაცია მხოლოდ შუშის ფანჯრის მეშვეობით ხდება. მას შემდეგაც კი, რაც გამოკვლევები დაადასტურებს, რომ ისინი ჯანმრთელები არიან, მშობლებს ბავშვების ნახვა სპეციალური დამცავი კოსტუმებით ორი მეტრის მანძილიდან მოუწევთ.
რატომ არის საჭირო ასეთი სიფრთხილე?
მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბულების ამ სისტემას წელიწადში ათასობით ადამიანი სტუმრობს დიდი შანსია, რომ გამოქვაბულის სიღრმეში სხვადასხვა საფრთხე ბუდობდეს. ტროპიკული გამოქვაბულები პოტენციურად სასიკვდილო დაავადებების ცხელი წერტილებია.
ასეთ გამოქვაბულებში სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმები გვხვდება: იქნება ეს ფრინველები, ღამურები თუ ვირთხები, რომლებსაც ისეთი პათოგენები გადააქვთ, როგორებიცაა ცოფის ვირუსი, მარბურგის ცხელება, სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები და ა.შ.
გამოქვაბულებში ასევე ბინადრობენ შხამიანი ობობები და მორიელები, ისევე, როგორც დაავადებების გამავრცელებელი ტკიპები.
გარდა ამისა, გვაქვს წყალი, რომელიც გამოქვაბულის კირქვის კედლებიდან მუდმივად ჟონავს. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ გამოქვაბულში ტენიანობა თითქმის 100 პროცენტს აღწევს.
ღამურებით დასახლებულ გამოქვაბულებში ჰაერი სავსეა პათოგენური სოკოებით, ხოლო გამოქვაბულის ძირში არსებული წყლის გუბეები იდეალურ ადგილს წარმოადგენს პარაზიტებისა და ბაქტერიებისათვის. გამოქვაბულები ბნელია. ასეთ პირობებში ადვილია სხეულის დაზიანება და პატარა ჭრილობების მიღება, რაც პათოგენების ორგანიზმში შეღწევას ერთი-ორად აიოლებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჰისტოპლაზმოზი აღმოაჩნდებათ. ისინი ტროპიკული რეგიონის ღამურებიან გამოქვაბულში იყვნენ, რაც ამ დაავადების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის", - ამბობს ჰეიზელ ბარტონი, ექსპერტი გამოქვაბულების მიკრობიოლოგიაში.
ჰისტოპლაზმოზს იწვევს სოკო, რომელიც ფრინველების და ღამურების ფეკალიებში გვხვდება, ის რამდენიმეთვიანი, ან 1-წლიანი მკურნალობის კურსით იკურნება. სტატისტიკურად, ამ დაავადებით 20-დან ერთი ბავშვი იღუპება, მოზრდილებში კი - დაავადებულების დაახლოებით 8 პროცენტი. ის განსაკუთრებით საშიშია სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
სამწუხაროდ, ჰისტოპლაზმოზი ძალიან ადვილად ვრცელდება. ბარტონი და მისი მეუღლე შარშან გამოქვაბულში იმყოფებოდნენ, როდესაც მათ ღამურის ფეკალიებთან მოუწიათ შეხება.
"შეხების მომენტიდან ჩვენ სასწრაფოდ სახეზე ნაჭერი შემოვიხვიეთ, რათა პათოგენი არ შეგვესუნთქა, თუმცა 10 დღის შემდგომ მაინც ორივეს ჰისტოპლაზმოზი აღმოგვაჩნდა", - აცხადებს ბარტონი.
კიდევ ერთი ბაქტერია, რომელიც გამოქვაბულებშია გავრცელებული, ლეპტოსპიროზს იწვევს. ის მღრღნელების შარდით ვრცელდება და, როგორც წესი, დაბინძურებული წყლით გადადის. ეს დაავადება გრიპის სიმპტომებით იწყება და შემთხვევების 5-15 პროცენტში გართულებებს იწვევს, შედეგი შესაძლოა ლეტალურიც იყოს.
დაავადება, რომლის საფრთხის ქვეშაც ტაილანდელი ბიჭები ყველაზე მეტად არიან, მელიოიდოზია. ეს ინფექცია ტროპიკებშია გავრცელებული და ის წლიურად დაახლოებით 165,000 ადამიანს აავადებს, რომლიდანაც ნახევარი იღუპება.
ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია მიწაში ცხოვრობს და მისით დაინფიცირება ყოველდღიური აქტივობებისასაც შეიძლება მოხდეს. მისი დიაგნოზირება განსაკუთრებით რთულია, რადგან ის მრავალმხრივი სიმპტომებით ხასიათდება. გარდა ამისა, ეს ბაქტერია მრავალი ანტიბიოტიკისადმია რეზისტენტული.
ტაილანდის გამოქვაბულიდან გამოყვანილ ფეხბურთის გუნდს ამჟამად გამოკვლევები უტარდება, რომ დადგინდეს, მოხდა თუ არა მათი დაინფიცირება რომელიმე ამ ან სხვა პათოგენით. შესაძლებელია, რომ მათ ჯერ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეთ. დაკვირვებამ ოციოდე დღე შეიძლება წაიღოს.
თუ აღმოჩნდება, რომ მღვიმიდან თავდაღწეულები დაინფიცირებულები არიან, მათ გამოჯანმრთელების კარგი შანსები აქვთ. მელიოიდოზის მყისიერ მკურნალობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები უკვე რამდენიმე დღეა ანტიბიოტიკებს იღებენ.
თუ ნებისმიერი თქვენგანი გამოქვაბულების დათვალიერებას აპირებს, არსებობს ზომები რაც შეგიძლიათ დაავადებების თავიდან ასარიდებლად მიიღოთ. კანზე ბაქტერიების მოხვედრის ასარიდებლად მარტივი რეზინის ჩექმებიც საკმარისია. გამოქვაბულიდან გამოსვლის შემდგომ კი, აუცილებელია სხეულის სუფთა წყლით ჩამობანა.
ბარტონი ასევე ამბობს, რომ ყველა გამოქვაბული საფრთხეს არ წარმოადგენს. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, თუ სად მდებარეობს გამოქვაბული და რა არსებები ცხოვრობენ შიგნით.
"იმ გამოქვაბულების უმეტესობა, რომელთაც ჩვენ ვიკვლევთ, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილებია. ხშირად მათში იმაზე ნაკლებ უჯრედს ვპოულობთ, ვიდრე ანტარქტიდის ყინულის ნიმუშებში. ტაილანდელი ბიჭები ტროპიკული რეგიონის დატბორილ გამოქვაბულში იმყოფებოდნენ, სადაც დამატებითი დაავადების შეტანა წყალსაც შეეძლო", - ამბობს ჰეიზელ ბარტონი.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები