აპოლოს მისიის დაკარგული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ადამიანებმა მთვარე დაათბეს
უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც მეცნიერები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობენ
1960-იან წლებში აპოლოს მისიებმა არა მხოლოდ ამერიკელები დასვეს მთვარეზე, არამედ ჩვენი თანამგზავრის შესახებ ფასდაუდებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
როგორც მეცნიერებაში ხშირად ხდება ხოლმე, აპოლოს მისიამ გარკვეულ კითხვებზე პასუხების გაცემის პარალელურად, უამრავი ახალი კითხვა გააჩინა. ერთ-ერთ ასეთ საიდუმლოს ფარდა ახლახან აეხადა.
1971 და 1972 წელს აპოლოს მე-15 და მე-17 მისიის დროს ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირის ქვეშ ორი ტემპერატურული სენსორი დაამონტაჟეს. აპოლოს პროგრამა 1972 წელს დასრულდა, თუმცა ეს სენსორები ინფორმაციას მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, 1971 წლიდან 1977 წლამდე იწერდნენ.
1974 წელს მთვარის ზედაპირის ქვეშ ტემპერატურა -16.8 ცელსიუსიდან -15.7 ცელსიუსამდე გაიზარდა. მას შემდეგ ათწლეულებია, მეცნიერები ამ უეცარი ცვლილების გამომწვევი მიზეზების ახსნას ცდილობენ. მდგომარეობა გააუარესა იმ ფაქტმაც, რომ დაიკარგა 1975-1977 წლებში ჩაწერილი ტემპერატურების ვიდეოფირები.
ბოლო რვა წლის განმავლობაში მკვლევარები აქტიურად მუშაობდნენ მონაცემების გაშიფვრაზე. კვლევის შედეგები და ის აღდგენილი ინფორმაცია, რომელიც აქამდე საჯარო არ იყო, ახლა უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია.
კვლევის ავტორი უოლტერ კიფერი ამბობს, რომ აპოლოს მთვარის ტემპერატურული ექსპერიმენტის მიზანი იყო, გაერკვიათ, თუ რა სისწრაფით კარგავს მთვარე სითბურ ენერგიას.
"თერმული ენერგიის დაკარგვაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამით ისაზღვრება მთვარის შინაგანი გეოლოგიური აქტივობა. მაგალითისთვის, დედამიწიდან გამოყოფილი თერმული ენერგია განსაზღვრავს, თუ რა სიჩქარით იმოძრავებს ტექტონიკური ფილები და როგორ ჩამოყალიბდება მთები, ან რა სიხშირით მოხდება მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევები", - ამბობს ის.
სენსორებიდან ინფორმაციის ჩაწერის შემდეგ მასალა ანალიზისა და შენახვისთვის აპოლოს მეცნიერებს გადაეცათ, თუმცა 1975-1977 წლის ფაილები რატომღაც ადგილზე არ იყო.
"ეს გაურკვევლობა ამდენ ხანს იმიტომ გაგრძელდა, რომ მასზე უბრალოდ არავინ მუშაობდა. ნასამ ძველი დაკარგული მასალების აღდგენა 2010 წელს გადაწყვიტა და ჩვენც სწორედ ამ დროს დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა", - აცხადებს ერთ-ერთი მეცნიერი. ძველი ვიდეოკასეტებიდან მასალის თანამედროვე ფორმატში გადმოტანას წლები დასჭირდა.
საბოლოოდ, მეცნიერებმა სენსორებიდან მიღებულ მთელ ინფორმაციას ერთ ადგილას მოუყარეს თავი, გაშიფრეს და გაანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ტემპერატურის მატება ჯერ მთვარის ზედაპირზე დაფიქსირდა და შემდეგ ნელ-ნელა სიღრმეში გავრცელდა. აშკარა იყო, რომ ეს ფაქტი მომხდარის ერთ კონკრეტულ ვერსიას ადასტურებდა.
აღმოჩნდა, რომ მთვარის ზედაპირზე ასეთი ტიპის დათბობის გამოწვევა მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ. მთვარეზე გადაადგილებისა და სხვადასხვა ტექნიკის დამონტაჟებისას მათ ზედაპირზე არსებული ქვიშა მიმოფანტეს და ამით არსებული ბალანსი დაარღვიეს. სურათების ანალიზმა აჩვენეს, რომ ადგილები, რომლებზეც ასტრონავტებმა ფეხით თუ როვერებით იარეს, ჩამუქდა. მუქმა არეებმა კი მზისგან მეტი სითბო შთანთქეს, რამაც ტემპერატურის აწევა გამოიწვია. ეს ეფექტი სწორედ იმ ადგილებში შეიმჩნეოდა, სადაც ასტრონავტებმა დიდი დრო დაჰყვეს. ამ ზონების გარეთ კი ასტრონავტებს მთვარის ზედაპირის ტემპერატურაზე გავლენა არ ჰქონიათ.
ეს ღირებული ინფორმაციაა, რომელიც მომავალი მისიების დაგეგმვისათვის გამოგვადგება.
"სხვადასხვა მოწყობილობების და სენსორების დამონტაჟებისას ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა მონაცემების გაზომვისას მასში უზუსტობების წყარო ჩვენ თვითონვე ვიყოთ", - ამბობს ტეხასის ტექნიკური უნივესიტეტის მეცნიერი საიჩი საგიარა.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები