ხორვატიის ნაკრების მცველმა დომაგოი ვიდამ რუსეთთან გამარჯვების შემდეგ ნათქვამი ფრაზისთვის "დიდება უკრაინა", ბოდიში მოიხადა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე რუსეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ დომაგოი ვიდამ და ხორვატიის დელეგაციის წევრმა ოგნიენ ვუკოევიჩმა გამარჯვება უკრაინას მიუძღვნეს.

გუშინ გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში კი რუსი გულშემატკივრები ვიდას მიერ ბურთის მიღებას სტვენით ხვდებოდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ რუსმა ჟურნალისტმა ვიდას ჰკითხა, რას გრძნობდა, როცა გულშემატკივრების სტვენა ესმოდა, რაზეც ვიდამ უპასუხა, რომ მან შეცდომა დაუშვა და ბოდიშს მოიხადა.

"ვიცოდი, რომ შეცდომა დავუშვი. მინდა კიდევ ერთხელ მოვუხადო ბოდიში რუს ხალხს. მაპატიეთ, ცხოვრება ასეთია, შეცდომებზე უნდა ისწავლო", - განაცხადა ვიდამ.

ხორვატიის ნაკრები საფრანგეთთან ფინალურ შეხვედრას 15 ივლისს გამართავს.

ამავე თემაზე: