ვინ არის გადარჩენილი ტაილანდელი ბავშვების მწვრთნელი და რატომ უნდა ვიცნობდეთ მას გმირად?
რამდენიმე კვირის წინ გამოქვაბულში ჩარჩენილი ტაილანდელი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის ისტორიამ ყველას ყურადღება მიიპყრო. ტაილანში 11-დან 16 წლამდე თორმეტი ბავშვი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი უგზოუკვლოდ დაიკარგა. მაშველებმა მათ კვალს ცხრა დღის შემდეგ, გამოქვაბულის შესასვლელთან მიაგნეს, სადაც ბავშვების ველოსიპედები იპოვნეს.
დამატებით კიდევ ცხრა დღე დასჭირდა მღვიმიდან ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანას. 18 დღის შემდეგ, როგორც იქნა, მაშველებმა ისინი უვნებლად გამოიყვანეს.
ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთი ადამიანი აკრიტიკებდა ბავშვების მწვრთნელს, ეკაპოლ ჩანთავონგს. ინტერნეტის მომხმარებლები წერდნენ, რომ მღვიმეში ჩარჩენა მწვრთნელის დაუდევრობის ბრალი იყო. როგორც ჩანს, ყველა ასე არ ფიქრობს. ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სახელად yvvonelim9, ტაილანდელი ბავშვების ფეხბურთის მწვრთნელის დასაცავად საკუთარ პროფილზე მნიშვნელოვანი ფაქტების გამოქვეყნება დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ მრავალჯერ გაკრიტიკებული მწვრთნელი სინამდვილეში ის ადამიანია, ვისაც 12 ბავშვი სიცოცხლეს უნდა უმადლოდეს. გამოქვაბულში ყოფნის პერიოდში ის თავის წილ საჭმელს ბავშვებს აძლევდა, ენერგიის აღსადგენად მათ მედიტაციასა და სულიერი მდგრადობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ეკაპოლმა დაამტკიცა, რომ ბავშვების გადარჩენაში მას უდიდესი როლი აქვს შესრულებული.
აი, რას წერს ტვიტერის მომხმარებელი ტაილანდელი ბავშვების მწვრთნელის შესახებ.
"ეკაპოლმა მოჯახი 10 წლის ასაკში დაკარგა და ის ობოლია. მისი მშობლები ჩრდილოეთ ტაილანდში გავრცელებული დაავადების შედეგად დაიღუპნენ. ის ერთადერთია ოჯახიდან, ვინც დაავადებას გადაურჩა. 12 წლამდე მას ნათესავები ზრდიდნენ, შემდეგ კი მონასტერში გაგზავნეს. მასზე ამბობენ, რომ "სევდიანი და მარტოხელა" ადამიანი იყო"
"ის ბერობას აპირებდა, თუმცა მონასტერი თავისი ავადმყოფი ბებიის მოსავლელად დატოვა, რომელიც ჩრდილოეთ ტაილანდში, მაე საიში ცხოვრობდა. ამის შემდეგ, ის შეთავსებით მუშაობდა მონასტერში და ახლადჩამოყალიბებულ საფეხბურთო გუნდს წვრთნიდა"
"მან თავის მოწაფეებში მონათესავე სული აღმოაჩინა. მათი უმრავლესობა ღარიბ ოჯახში გაზრდილი იყო, ზოგიერთები კი, მიანმარისა და ტაილანდის საზღვარს შორის გავრცელებული, მოქალაქეობის არმქონე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ"
"მას ეს ბავშვები საკუთარ თავზე მეტად უყვარდა", - ამბობს ჯოი ხამპაი, მისი დიდი ხნის მეგობარი, რომელიც მაე საე-ს მონასტერში, ყავის ჯიხურში მუშაობს, - "ის არ ეწევა, არ სვამს. კეთილი ადამიანია, რომელიც უვლის საკუთარ თავს და ბავშვებსაც იმავეს ასწავლის"
"ის გუნდის მთავარ მწვრთნელს, ნოპარატს დაეხმარა ისეთი სისტემის შექმნაში, რომელიც ბავშვების სიყვარულს ფეხბურთის მიმართ აკადემიური წარმატებისთვის დამატებით მოტივაციად გამოიყენებდა. თუკი ისინი განსაკუთრებულ შეფასებებს მიიღებდნენ სკოლაში, საჩუქრად საფეხბურთო ეკიპირებას მიიღებდნენ"
"მთავარი მწვრთნელი და ეკაპოლი სპონსორების ძებნაში დიდ დროს ატარებდნენ, რათა Moo Pa-ს მოთამაშეებისთვის დაემტკიცებინათ, რომ გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლოთ, ვიდრე მათ სოფელი უწინასწარმეტყველებდა - მათ შორის, პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბებაც"
"მან საკუთარი თავი ბავშვებს მიუძღვნა", - თქვა ნოპარატმა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა. როცა მშობლებს არ შეეძლოთ, მას მიჰყავდა და მოჰყავდა ბავშვები მათი სახლებიდან და ისე უვლიდა ბავშვებს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს.
"ფიზიკური განვითარების მასწავლებლების თქმით, მას ბავშვებისთვის მკაცრი სავარჯიშო პროგრამა ჰქონდა შედგენილი. მათ შორის, მაე საეს მთებში ველოსიპედით სიარული"
"ოფიციალური ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის მწვრთნელი ყველაზე სუსტად გამოიყურებოდა, რადგან პირველ დღეებში თავის წილ ისედაც მცირე საკვებსა და წყალს ბავშვებს აძლევდა. გარდა ამისა, ის მათ მედიტირებასა და ენერგიის მობილიზებას ასწავლიდა"
"ის ასწავლიდა ბავშვებს, როგორ დაელიათ წყალი მღვიმის კედლებიდან. ცხადია, უშლიდა იმ ამღვრეული წყლის სმას, რომლის გამოც მღვიმეში ჩარჩნენ"
"ის რომ მათთან ერთად არ ყოფილიყო, რა ეშველებოდათ ჩვენს შვილებს? - თქვა ერთ-ერთმა ბავშვის მშობელმა ტაილანდურ ტელევიზიასთან საუბრისას. "როდესაც ის მღვიმიდან გამოვა, ჩვენ ყველამ უნდა გავამხნევოთ. ჩემო ძვირფასო ეკ, მომხდარში შენ არასდროს დაგადანაშაულებ"
"ეკაპოლის წერილი, რომელიც მან მღვიმიდან გამოაგზავნა: "გპირდებით, რომ ბავშვებზე მაქსიმალურად ვიზრუნებ. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. მინდა, რომ ბოდიში მოგიხადოთ"
"ერთ-ერთი მომხმარებლის ნახატი. ეკაპოლი და მის მკლავებში მოქცეული 12 გარეული ტახი"
"მღვიმეში ჩარჩენილი ერთ-ერთი ბავშვის ნახატი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სხედან გარეულ ტახზე მწვრთნელი და ბავშვები"
23 ივნისს ტაილანდის გამოქვაბულში გაუჩინარებული 12 ფეხბურთელი ბავშვი და მათი მწვრთნელი ცხრადღიანი ძებნის შემდეგ, გამოქვაბულის სიღრმეში ბრიტანელმა მყვინთავებმა ცოცხლები იპოვეს. ისინი ტურისტებისთვის კარგად ნაცნობ გამოქვაბულში საფეხბურთო ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელთან ერთად შევიდნენ, თუმცა მუსონური წვიმების გამო, წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.
7 ივლისს საღამოს დაწყებულმა წვიმამ, რომელიც კვირას გაგრძელდა, ტაილანდის ხელისუფლება აიძულა ოპერაცია ნაჩქარევად დაეწყო. სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობდა. მაშველებს და ბიჭებს სახეზე სპეციალური ნიღბები ეკეთათ, ასევე თან ჰქონდათ ჟანგბადის ბალონები. თითოეულ ბიჭს ორი მაშველი აცილებდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები