კახა კალაძის კაბინეტიდან თბილისის მერიის ეზომდე - ტიფანის ახალი სახლი აქვს
თბილისის მერის, კახა კალაძის ძაღლს, ტიფანის, რომელიც მთავრობის სხდომებსაც ესწრებოდა ახალი სახლი აქვს. ის მერის კაბინეტიდან თბილისის მერიის ეზოში, ნაგავსაყრელთან რამდენიმე მეტრში მოწყობილ სახლში გადაიყვანეს.
ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა ჩანს, რომ ძაღლის სახლი ასფალტის საფარზეა მოწყობილი და ხეებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებითაა.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ძაღლი კარგ პირობებში ცხოვრობს, დღეში 2-ჯერ ასეირნებენ და კვირაში 2-ჯერ კინოლოგი მიჰყავთ.
"ამ შემთხვევაში, რაიმე ისეთი განსაკუთრებული ტემპერატურა, როგორშიც სხვა მიუსაფარი ან ეზოს ცხოველები არ არიან, ნამდვილად, ასე არ არის. როდესაც შეაწუხებს მზე შეუძლია სახლში შევიდეს, დანარჩენ შემთხვევაში გამოვიდეს იმ შემოფარგლულ ეზოში", - ასე პასუხობს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი სიცხესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, ძაღლი სრულად გამოჯანმრთელებისა და გაზრდის შემდეგ ეზოში მათი სამსახურის რეკომენდაციით გადაიყვანეს, რათა მერის კაბინენტისგან განსხვავებით, მზის სხივების მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა.
ლომჯარიამ კომენტარის მოცემიდან რამდენიმე წუთში On.ge-ში დარეკა და ძაღლის საცხოვრებელთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. მისი თქმით, ტიფანის თბილისის მერიის ეზოში კიდევ ერთი საცხოვრებელი აქვს, რომელიც ფოტოზე ასახულზე 3-4-ჯერ დიდია და უწყების თანამშრომლებს იქ წვიმის პერიოდში, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, გადაჰყავთ ხოლმე.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს 2018 წლის თებერვალში ესტუმრა. კალაძემ სწორედ მაშინ გადაწყვიტა ძაღლის წამოყვანა, რომელიც მერიის ინფორმაციით, უწყების შენობაში იზრდებოდა.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები