შალვა თადუმაძე: არსებული ტემპით სამართლიანობას 1050 წლის შემდეგ აღვადგენთ
საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა წლების განმავლობაში რეპუტაცია შელახული ინსტიტუტი იყო და ძალიან მარტივად პოლიტიკური დარტყმის ობიექტი გახდა. მისი თქმით, ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის განცდა არა სასამართლოს, არამედ პროკურატურის მიმართ აქვთ.
"დღეს, გვაქვს პროკურატურა, რომელსაც 27-წლიან პერიოდში არასდროს ჰქონია ნდობის მაღალი ხარისხი და პოლიტიკური თავდასხმის ფარგლებშიც მაღალი ნდობა ვერ მოიპოვა", - განაცხადა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის თქმით, პროკურატურაში ახალი, სამართლიანობის ეტაპი უნდა დაიწყოს. მისი თქმით, საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურაში სამართლიანობის მოთხოვნით 52 530 საჩივარია შეტანილი.
თადუმაძის აზრით, დღეს ჩამოყალიბებული სტრუქტურა მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის პროცესს, თუმცა ტემპი არის დაბალი და არ არსებობს ადამიანური რესურსი, რომელიც საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
"სამწუხარო და არასერიოზული ტემპია. ამ სტრუქტურული ერთეულის მიღწევა არის წელიწადში 50 საქმე და თუ ამ ანგარიშს მივყვებით ჩვენ სამართლიანობას 1050 წლის შემდეგ აღვადგენთ", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის თქმით, რომელსაც პარლამენტში დასამტკიცებლად კენჭს უყრიან, პროკურატურაში სისტემური მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს.
"ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეები უნიკალურია, მაგრამ ეს ის მოცემულობაა, როცა არ შეიძლება ამ სახით მივუდგეთ საქმის წარმოებას, გამომდინარე იქიდან, რომ მემკვიდრეობა არის მძიმე, გამოწვევა დიდი და მოლოდინი იმაზე დიდი", - განაცხადა თადუმაძემ.
მისი თქმით, სისტემურ მიდგომაში მოთხოვნებისა და შესაძლებლობების მიხედვით საქმეების კლასიფიცირებას გულისხმობს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს დღეს, 16 ივლისს პარლამენტი კენჭს უყრის. საპროკურორო საბჭომ თადუმაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატად ერთსულოვნად აირჩია.
09:30 საათიდან შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უსმენენ. პარლამენტში კი რიგგარეშე სხდომა, რომელზეც პროკურორობის კანდიდატს კენჭი უნდა უყარონ, 12 საათზე დაიწყება.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები