ჩემი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უნდათ - ჩერგოლეიშვილი დევდარიანს უჩივის
ტაბულას მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ქალების მიერ სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებულ ზვიად დევდარიანს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობისთვის სასამართლოში უჩივლებს. მისი თქმით, სარჩელზე ამ წუთებში მიდის მუშაობა, ასევე კონსულტაციები გაიმართება სხვა მსხვერპლ ქალებთანაც და შესაძლოა, სარჩელი დევდარიანის წინააღმდეგ ერთობლივად შეიტანონ.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ზვიად დევდარიანის სარჩელი მის წინააღმდეგ არის უსაფუძვლო და მხოლოდ ერთ მიზანს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება.
"ყველა ჩემი გამონათქვამი, რომელზეც მედავება არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და სრული სახით აშკარად შეფასებითი მსჯელობაა. იურისტობაც არ გჭირდება მიხვდეს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო. ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება უსაფუძვლო სარჩელს ჰქონოდა არის ის, რომ მოტივაცია მოუკლას ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომ ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ. ამ სარჩელის ერთადერთი მიზანი უპერსპექტივო და აბსურდულია. ამ პროცესით უნდათ შეზღუდონ ჩემი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება", - უთხრა On.ge-ს თამარ ჩერგოლეიშვილმა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ცილისწამების შესახებ უსაფუძვლო სარჩელისთვის სასამართლოში დავის შესაძლებლობას იძლევა. ამ მუხლის მიხედვით, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება".
ზვიად დევდარიანის საქმე
17 მარტს ქალთა მოძრაობამ ომბუდსმენის მიერ წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე და სიდას ყოფილი დირექტორი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საქმეზე გამოძიება შსს-მ ადევნების მუხლით დაიწყო.
ამის შემდეგ დევდარიანმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართა და 11 პირს უჩივლა. დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ 11 პირიდან მხოლოდ რვა პირის ვინაობას დაასახელებენ, ხოლო მისი თქმით, სავარაუდო მსხვერპლების ვინაობას არ გაამხელენ.
ზვიად დევდარიანმა უჩივლა:
- ბაია პატარაიას - კავშირ საფარის ხელმძღვანელი;
- იდა ბახტურიძეს - ქალთა მოძრაობის წევრი;
- თამარ ჩერგოლეიშვილს - ონლაინგამოცემა ტაბულას დირექტორი;
- ნინო დანელიას - ილიაუნის პროფესორი;
- თამარ ყურაშვილს;
- თამარ კაკაბაძეს - ევროპული საქართველოს წევრი;
- ეკატერინე ონიანსა;
- გაბუნიას განმარტებით, მოწმის სახით და არა მოპასუხედ დაიკითხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე.
ამავე თემაზე: სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი უკიდურესად სირია - კიდევ რას ითხოვს სასამართლოში დევდარიანი
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
კომენტარები