GITA-სა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას შორის შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC-ს შორის სამოქმედო შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმება მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ინოვაციების, ტექნიკურ-სამეცნიერო მიმართულებით და ერთობლივი ინიაციატივებისა და პროექტების განხორციელებას. თანამშრომლობის მიზანია ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა და წახალისება იტალიასა და საქართველოს შორის. სამოქმედო შეთანხმების გაფორმება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოსთვის, ასევე იტალიისთვის "მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის მხარდაჭერა, გაცვლითი თუ ერთობლივი კვლევითი პროგრამების ხელშეწყობა და აქტიური თანამშრომლობა ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში".
"იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციასთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტულ შედეგებს ქართული სტარტაპების ევროპის ბაზარზე გასასვლელად, ქართული და იტალიური სტარტაპების დაახლოებას ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.
სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ქართველი სტარტაპერებისთვის დაწესდა ინოვაციური ჯილდო "საქართველოს საუკეთესო ინოვატორი". კანდიდატებს შორის საუკეთესო სტარტაპს შეარჩევს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოში იტალიის საელჩოს, COTEC-ისა და GITA-ს წარმომადგენლების მიერ. გამარჯვებული სტარტაპი სამთვიან სტაჟირებას გაივლის იტალიაში Kilometro Rosso-ში. Kilometro Rosso ევროპული, ინოვაციური ცენტრია, რომელიც იტალიაში 2003 წელს დაარსდა და მომხმარებელს სამეწარმეო აქტივობებს, კვლევით ცენტრებს, ლაბორატორიებს, პროფესიულ სერვისებსა და ტრენინგებს სთავაზობს. გამარჯვებული სტარტაპი ცენტრის მკვლევარებისგან სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას მიიღებს იდეის შემდგომი განვითარებისთვის.
COTEC დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია იტალიის წარმოების სისტემაში ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება და ხელშეწყობა. განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ისეთ სერვისებსა და ინდუსტრიებზე, რომელიც ხელს უწყობს კვლევებისა და ინოვაციური სისტემების განვითარებას რეგიონალურ, ეროვნულ და საერთშორისო ჭრილში. COTEC აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესასოციაციებთან, კომპანიებთან, კვლევით ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან და ბანკებთან.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები