სერიალ მისტერ რობოტის ვარსკვლავი რემი მალეკი ფილმში, ბოჰემური რაფსოდია, ფრედი მერკურის განასახიერებს.

ფილმი ლეგენდარული მომღერლისა და ჯგუფ Queen-ის შესახებ მოგვითხრობს.

ნახეთ ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი:

ფრედი მერკური მუსიკის ისტორიაში ლეგენდარულ ვოკალისტად არის აღიარებული.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 1970-იან წლებში მერკურის ურთიერთობა ჰქონდა მერი ოსტინთან, 1980 წლიდან კი საჯაროდ განაცხადა, რომ გატაცებული იყო მამაკაცებით და ექვსი წლის განმავლობაში ჯიმ ჰიუტონთან ერთად ცხოვრობდა.

ექიმებმა მუსიკოსს 1987 წლის გაზაფხულზე შიდსის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მერკური გავრცელებულ აზრს უარყოფდა.

1991 წლის 23 ნოემბერს ფრედიმ აღიარა, რომ შიდსი ჰქონდა. მომდევნო დღეს, 24 ნოემბერს ლეგენდარული მუსიკოსი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ფილმი ეკრანზე 2018 წლის 2 ნოემბერს გამოვა.