იაპონიამ და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმეს
17 ივლის იაპონიამ და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ხელშეკრულებით ორივე მხრიდან გაუქმდება სახელმწიფო ტარიფები ყველა სახეობის იმპორტირებულ საქონელზე. ხელშეკრულება ძალაში 2019 წელს შევა.
შეთანხმება ჯამში 600 მილიონ მოქალაქეს შეეხება და მსოფლიოს ეკონომიკის მესამედს მოიცავს. მსოფლიოში მიმდინარე ე.წ. სატარიფო ომების ფონზე, აღნიშნული ხელშეკრულება ეკონომიკურთან ერთად დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ატარებს და მნიშვნელოვნად ამცირებს პროტექციონიზმის საფრთხეს.
თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით ევროკავშირში წარმოებული ისეთი პროდუქცია როგორიცაა ღვინო და ყველი გათავისუფლდება სახელმწიფო ბაჟისგან. ასევე, იაპონიაში წარმოებული მანქანები და ელექტრონიკა უფრო ხელმისაწვდომი გახდები ევროპული ბაზრისთვის.
ხელშეკრულების გაფორმებას Twitter-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა, ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.
"ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ხელშეკრულებით ჩვენ კიდევ უფრო გავამყარეთ ურთიერთობები. ევროკავშირისა და იაპონიის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ესეთი ძლიერი. მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ", - აღნიშნა მან.
2017 წელს იაპონიასა და ევროკავშირს შორის საერთო ვაჭრობის ჯამურმა მოცულობამ $152 მილიარდი შეადგინა. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, სავარაუდოდ, აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
აღნიშნული ხელშეკრულების ეკონომიკურ ღირებულებაზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება მისი პოლიტიკური მნიშვნელობა აღმოჩნდეს. მსოფლიოში მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე ეს შეთანხმება შეიძლება დადებით სიგნალად იქცეს დანარჩენი მსოფლიოსთვის.
წინა თვეში დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება დაეწესებინა ტარიფები ევროკავშირიდან და ჩინეთიდან შემოსულ საქონელზე, რაც მნიშვნელოვან რისკებს უქმნის გლობალურ ეკონომიკას. ტრამპის გადაწყვეტილებით, წინა წელს აშშ ასევე გამოვიდა წყნარი ოკეანის ქვეყნების სავაჭრო შეთანხმებიდანაც.
დღეს იაპონია და ევროკავშირი ამერიკის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან. წინა თვეში ევროკავშირის სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელმა სესილ მალსტრომმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს შეამციროს ან სულაც გააუქმოს სახელმწიფო ტარიფები ამერიკიდან იმპორტირებულ საქონელზე. თუმცა, მისი თქმით, დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებას "კარის გახურვა" არჩია.
საშუალოდ, ევროკავშირში წარმოებულ საქონელი იაპონიაში 1,6 პროცენტით იბეგრებოდა, რაც ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულია. იაპონური პროდუქცია ევროკავშირში დაახლოებით 2,9 იბერგრებოდა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები