როგორ შეაფასეს ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ამერიკელმა ტელეწამყვანებმა
"ტრამპი ნერვიულობდა, რაც გასაკვირი არაა, ყველა ვნერვიულობთ უფროსობასთან შეხვედრისას"
უკვე რამდენიმე დღეა, მსოფლიო დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე საუბრობს. ამ თემაზე საკუთარი აზრი დააფიქსირეს ცნობილმა მსახიობებმა, ამერიკელმა სენატორებმა და უბრალოდ, მახვილგონიერმა ინტერნეტმომხმარებლებმა. რა თქმა უნდა, საერთო განხილვას არც ამერიკელი იუმორისტები გამოკლებიან, რომლებმაც საკუთარ შოუებში დიდი დრო დაუთმეს ჰელსინკიში გამართული შეხვედრის თითოეული დეტალის ანალიზს.
სტივენ კოლბერი: რუსები მეც კი მითვალთვალებდნენ, არათუ - ტრამპს
10-წუთიან მონოლოგში კოლბერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ტრამპმა 2016 წლის არჩევნებში ჩარევისთვის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ რუსეთს, არამედ აშშ-საც დააკისრა. საპასუხოდ, წამყვანმა ფრანკლინ რუზველტის დამონტაჟებული გამოსვლა აჩვენა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი პერლ-ჰარბორზე თავდასხმაში იაპონიასთან ერთად საკუთარ ქვეყანასაც ადანაშაულებს.
"იაპონიის მხრიდან თავდასხმა რომ არ გვნდომებოდა, ჩვენს სექსუალურ დანაყოფებს იმ ყურეში არ ჩავსვამდით", - ამბობს გაყალბებულ ვიდეოში ფრანკლინ რუზველტი.
კოლბერმა იხუმრა იმაზეც, რომ რუსეთში ტოტალური თვალთვალი მიმდინარეობს ამერიკელებზე.
"როცა რუსეთს ვსტუმრობდი, სულ ვგრძნობდი, რომ მითვალთვალებდნენ. ამის გამო ბანაობაც კი ჩაცმულს მიწევდა და როცა ბოლოს და ბოლოს, გავიხადე, სარკისკენ შევტრიალდი და ვიკითხე: მოგწონს, ივან? მოგწონს?"
ტრევორ ნოა: ამერიკამ თავად სთხოვა რუსეთს არჩევნებში ჩარევა
"თუ თქვენ ვლადიმერ პუტინი გქვიათ, მაშინ ძალიან გაგიმართლათ, რადგან თქვენი და ამერიკის ბრძოლაში ამერიკის პრეზიდენტი თქვენს მხარეზეა", - იხუმრა The Daily Show-ს წამყვანმა ტრევორ ნოამ.
"ერთი მხრივ, რუსეთი ჩვენს არჩევნებში ჩაერია, მეორე მხრივ კი, რა გვეგონა, რომ არჩევნებს ვაცხადებდით? პუტინი ჩვენ თვითონ გამოვიწვიეთ" - დაამატა კომიკოსმა.
ჯიმი კიმელი: პუტინმა შეხვედრაზე ჰიპნოზიორი მოიყვანა
ჯიმი კიმელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პუტინი და ტრამპი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. ამ შეხვედრას მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: "ამჟამად რუსეთსა და შტატებს ცუდი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ეს ზუსტად ოთხი საათის წინ შეიცვალა". კიმელმა ასეთი რადიკალური ცვლილება იმას დააბრალა, რომ პუტინი თარჯიმნის ნაცვლად შეხვედრაზე ჰიპნოზიორთან ერთად მივიდა.
წამყვანმა ასევე გაიხსენა ტრამპის სიტყვები, როცა ამ უკანასკნელმა არჩევნებში ჩარევა ვიღაც 180-კილოგრამიან ჰაკერს დააბრალა. მოგვიანებით, დემოკრატიულ პარტიაზე თავდასხმისთვის რუსული დაზვერვის 12 წევრი დააკავეს. კიმელმა 180-კილოგრამიან "ჰაკერების ლორდთან" სახუმარო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ჰაკერი წუხს, რომ ყველაფერ ცუდს ყოველთვის მსუქნებს აბრალებენ და პრეზიდენტს ურჩევს, პაროლი "123KFC" სასწრაფოდ შეცვალოს.
ჯიმი ფელონი: პუტინმა ტრამპს დიქტოფონიანი ბურთი აჩუქა
ფელონმა შეამჩნია, რომ დონალდ ტრამპი ჰელსინკიში განსაკუთრებით აღელვებული ჩანდა
"ეს სულაც არაა გასაკვირი. ადამიანების უმრავლესობა ნერვიულობს, როცა უფროსობას ხვდება", - თქვა კომიკოსმა. ის ფაქტი კი, რომ ტრამპსა და პუტინს ხელი არაფერზე მოუწერიათ, წამყვანმა იმით ახსნა, რომ შეხვედრის ძირითადი ნაწილის განმავლობაში პუტინი და ტრამპი იმის გარკვევას ცდილობდნენ, შემთხვევით წინ საშა ბარონ კოენი ხომ არ ეჯდათ.
პრესკონფერენციაზე პუტინმა ტრამპს საფეხბურთო ბურთი აჩუქა, რომელმაც ბურთი მოუხერხებლად გადაუგდო ცოლს, მელანიას. ფელონმა წარმოიდგინა, რას ფიქრობდა ამ დროს რუსეთის პრეზიდენტი: "ფრთხილად, ბურთში უძვირფასესი მოსასმენი მოწყობილობაა და ეცადე, გასაბერ ნახვრეტთან ილაპარაკო ხოლმე"
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები