გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი აღარაა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

რატომ გადადგა მღებრიშვილი ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია უცნობია. ხელმძღვანელის თანამდებობას ახლის არჩევამდე მღებრიშვილის მოადგილე, შალვა ხუციშვილი ასრულებს.

ამ თანამდებობაზე მღებრიშვილი 2017 წლის 13 ნოემბრიდან მუშაობდა. მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.