კობაურის ადვოკატი: სმიტების საქმეს მხოლოდ რაღაც ექსპერტიზის დასკვნის გამო არ ჩამოვშორებივარ
ადვოკატი დავით გირგვლიანი, რომელმაც სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე უარი ექსპერტიზის დასკვნის გავრცელების შემდეგ განაცხადა, დამატებით განმარტებებს აკეთებს.
დავით გირგვლიანმა პირველ არხს განუცხადა, რომ ვერ დაეთანხმება აზრს, "თითქოს სმიტების ოჯახში ბრალდებულის დაცვაზე უარი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე თქვა". ამის მიუხედავად ადვოკატი არ უარყოფს, რომ ექსპერტიზის დასკვნა საქმეზე ჩამოშორების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
"ცალსახად რომ ვთქვა, ექსპერტიზის დასკვნები არავითარ კავშირში არ არის ჩემს გადაწყვეტილებასთან, ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ბევრი რამის ანალიზის საფუძველზე მივიღე ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, გამოძიების შემდგომ ეტაპებზე წარმოიშვა გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ადვოკატსა და ბრალდებულს შორის.
"ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ადამიანების აზრს, თითქოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რაღაც ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე მივიღე. გამოძიების შემდგომ ეტაპებზე წარმოიშვა გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ჩემსა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შორის იმ მიმართულებით, რომ სხვადასხვაგვარი სტრატეგიის განვითარებამ წამოიწია წინ. მე დაცვის სტრატეგიის შემუშავებას სხვა მიმართულებით ვფიქრობდი და ამ მიმართულებით თითქოს არათავსებადი იყო ჩვენი პოზიციები", – აცხადებს დავით გირგვლიანი.
ადვოკატის თქმით, განცხადებები, რომელიც უკავშირდება სმიტების ოჯახის უცხოელი პირების მიერ მოკვლის ვერსიას და ბრალდებულის დაშინებას, მისი განვითარებული არაა და ბრალდებული კობაური ამ განცხადებებს მის საქმეში ჩართვამდეც აკეთებდა.
"თავიდანვე ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ჭეშმარიტება დადგენილიყო ამ საქმეში და გადაჭრით არსად არ მითქვამს, რომ ეს ადამიანი ცალსახად დამნაშავეა თუ უდანაშაულო. არასოდეს არ დავარღვევ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ამას მოითხოვს", - განაცხადა ადვოკატმა.
ტელეკომპანიები რუსთავი 2 და იმედი რამდენიმე კვირის წინ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის წევრებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროებენ. ამ დასკვნის მიხედვით, ლორა სმითის სხეულში აღმოჩენილია ამ საქმეზე დაკავებულის დნმ, შვილი კი თოფის მიბჯენით მოკლეს.
13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სმიტების საქმის გამძიების დროს ძალადობის კუთხითაც მუშაობდა. მაშინ უწყებაში ამბობდნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდნენ.
საქმის დეტალები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს, 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს ნახეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც. რამდენიმე საათის შემდეგ ნახეს მათი 4 წლის შვილის გვამიც.
რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.
ამ საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
კომენტარები