ამაზონის ჯუნგლებში იშვიათი ტომის უკანასკნელი წევრი დააფიქსირეს
მას გარე სამყაროსთან კონტაქტი არ აქვს.
ცოტა ხნის წინ ამაზონის ჯუნგლებში დააფიქსირეს აბორიგენი კაცი, რომლის ტომიც 22 წლის წინ ფერმერებმა ამოხოცეს. ვიდეო ბრაზილიის მთავრობის აბორიგენული მოსახლეობის დამცველმა ორგანიზაციამ Funai-მ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ცულით ხეს ჭრის. Funai კაცს თვალყურს 1996 წლიდან ადევნებს. ბრაზილიაში აბორიგენები კანონით არიან დაცულნი და მათთან მიახლოება ან კონტაქტი აკრძალულია. ეს ადამიანი, რომლის სახელი და წარმომავლობაც არავინ იცის, ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ პროვინცია რონდონიის ჩრდილო-დასავლეთში ცხოვრობს. ეს დაახლოებით 4 400 ჰექტრის ზომის არეალია, სადაც შესვლის უფლება არავის აქვს.
აბორიგენის გადაადგილებას ორგანიზაცია თვალყურს იმიტომ ადევნებს, რომ ბრაზილიის კონსტიტუციით, მიწა, რომელზეც აბორიგენი მოსახლეობა ცხოვრობს, ტომის საკუთრებაა და არა - ქვეყნის. ამიტომაც, ბრაზილიის მთავრობას მუდმივად უწევს იმის დამტკიცება, რომ კაცი კვლავ ცოცხალია.
ამ ადამიანზე თითქმის არაფერია ცნობილი. მისი ტომის უმეტესი ნაწილი 1970-1980 წლებში განადგურდა, როდესაც მათ საცხოვრებელთან ახლოს საავტომობილო გზა გაიყვანეს. 1995 წელს კი გადარჩენილ წევრებს თავს ფერმერები დაესხნენ. ამ შემთხვევის გარდა, ვიდეოზე აღბეჭდილ კაცს ცივილიზაციასთან კონტაქტი არასდროს ჰქონია.
კაცი ხშირად აგებს მახეებს ცხოველებისთვის. გარდა ამისა, მან სახლიც კი ააშენა, თუმცა მოგვიანებით მასში ცხოვრება გადაიფიქრა.
Funai-ს რეგიონული კოორდინატორი აცხადებს, რომ კაცი 50-60 წლისაა და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია. ის წარმატებით ნადირობს და სიმინდის რამდენიმე პლანტაციას უვლის. ორგანიზაციის თქმით, ტომის უკანასკნელ წევრს ცივილიზაციასთან კონტაქტი არ სურს და მან ეს უცხო ადამიანების მიმართ შორიდან ისრების სროლით უკვე რამდენჯერმე გამოხატა. "ფერმერებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის ძალიან ფრთხილობს და გარე სამყაროსთან ყველანაირ კონტაქტს ერიდება ," - ამბობს ორგანიზაციის წევრი ფიონა ვოტსონი.
გარე სამყაროსთან კონტაქტი აბორიგენისთვის ძალიან საშიშია. თანამედროვე ადამიანებისგან მას ისეთ დაავადებები შეიძლება შეეყაროს, რომლებსაც მისი სხეული და იმუნიტეტი ვერ გაუმკლავდება.
დღეისათვის ბრაზილიის ჯუნგლებში იმაზე მეტი აბორიგენი ტომი ცხოვრობს, ვიდრე დედამიწის ნებისმიერ სხვა ადგილას.
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
კომენტარები