რეჟისორი ჯეიმს განი Guardians of the Galaxy მე-3 სერიას აღარ გადაიღებს.

გადაწყვეტილება დისნეიმ ოფიციალურად დაადასტურა, მიზეზი კი 2008-2010 წლებში ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტები გახდა, რომლებიც პედოფილიისა და გაუპატიურების თემებს ეხებოდა.

"ჯეიმს განის ქმედებებს გამართლება არ აქვს და მისი საქციელი ჩვენი კომპანიის ფასეულობებს ეწინააღმდეგება", - ამბობს დისნეის პრეზიდენტი ალან ჰორნი.

ამ თემას გამოეხმაურა ჯეიმს განიც და თქვა, რომ ის წლების განამვლობაში იყენებდა მსგავს სარკასტულ იუმორს და ამ გზით ხშირად პროვოცირებდა ადამიანებზე, თუმცა ბოლო წლებში მისი მიდგომა ამ თემის მიმართ შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს განმა მარველის კომიქსების სუპერგმირებზე ორი ფილმი გადაიღო.