UNICEF: თბილისის მიწისქვეშა სივრცეებში სექტანტური დაჯგუფება ე.წ. მორგის ბავშვები მოქმედებს
UNICEF-ის კვლევის მიხედვით, ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ზოგიერთი ქვეჯგუფი ბანდის ტიპის სტრუქტურას ქმნის. ორგანიზაციამ ამ საკითხზე ჩატარებული ბოლო კვლევის პრეზენტაცია დღეს, 24 ივლისს გამართა.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯგუფების ორგანიზაციული სტრუქტურა ტერიტორიული დაყოფის პრინციპს ემყარება, ანუ ისინი ცდილობენ, ქალაქის გარკვეული უბნები აკონტროლონ იმისათვის, რომ იქ ეკონომიკური აქტივობების (წვრილმანი ვაჭრობის, მათხოვრობის და ა.შ.) შესაძლებლობა ჰქონდეთ. პერიოდულად ასეთ დაჯგუფებებს შორის ჩხუბი იწყება უბანზე კონტროლის მოსაპოვებლად. როგორც აღინიშნა, ქცევის შიდა კოდექსმა და ერთმანეთზე დამოკიდებულებამ შეიძლება დროთა განმავლობაში ხელი შეუწყოს იმას, რომ ბავშვმა ქუჩას თავი ვეღარ დააღწიოს და კრიმინალურ ან ძალადობრივ საქმიანობაში იქნეს ჩათრეული.
კვლევის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა არ იღებს რაიმე კოორდინირებულ ზომებს ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში ყურადღება გამახვილებულია სექტისმაგვარი დაჯგუფებაზე (ცნობილი როგორც "მორგის" ბავშვები). კვლევის მიხედვით, ტერიტორიულად ეს დაჯგუფება მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. მისი ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, დაჯგუფებაში ბავშვების მოზიდვა ხდება როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ და ბავშვის მიღებისას გარკვეული რიტუალები ტარდება.
ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან.
გაიგე მეტი: კვლევა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ - მთავარი მიგნებები
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები