საბერძნეთში ტყის ხანძრების დროს გარდაცვლილთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა
BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთში ტყის ხანძარს სულ მცირე 75 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველების თქმით, მათ იპოვეს 26 მოზრდილისა და ბავშვის ცხედარი, რომლებიც გარდაცვალების მომენტში ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ოფიციალურ უწყებებში დაკარგულების შესახებ ზარები არ წყდება.
ათენის გარშემო, სამი მხრიდან ხანძრის ყველაზე მასშტაბური კერებია საკურორტო ქალაქ კინეტასთან, ქალაქებთან რაფინასთან, მატისა და პიკერმისთან და პენდელის მთის ფერდობებზე. რეგიონში ასობით მეხანძრეა მობილიზებული, ისინი ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ტყეებში გაჩენილი ხანძრით გამოწვეული სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. ციპრასის ინფორმაციით, ცეცხლს ებრძვის 600-ზე მეტი მეხანძრე და სამასზე მეტი სახანძრო ავტომანქანა, თუმცა, ვითარებას ძლიერი ქარი ართულებს. საბერძნეთის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ესპანეთმა და კვიპროსმა. საბერძნეთს დახმარება შესთავაზა საქართველომაც.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
"ყველაზე შემაძრწუნებელი სცენა, რაც კი ოდესმე მინახავს"
ჟურნალისტის კოსტას კოუკოუმაკასი ყველა იმას, რაც ხანძრის ზონაში ნახა: "აქ რაც ხდება შავი ჯოჯოხეთია. მას შემდეგ, რაც ათასობით დამწვარ სახლსა და მანქანას ჩავუარე, მივაღწიე ეზოს, სადაც პოლიციელმა მითხრა, რომ ბევრი ადამიანი დაღუპული იპოვეს.
მე შემეძლო დამენახა ისინი მიწაზე ჭვარტლით დაფარულები, ტოქსიკური სუნი ატმოსფეროში ვრცელდებოდა. მათი უმეტესობა ტურისტია, რომლებიც გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს".
სამედიცინო სერვისების დირექტორი დიმიტრი პიროსი ამბობს, რომ დაშავებულები ძლიერი დამწვრობისგან და დაზიანებებისგან იტანჯებიან, რადგან მათ გარკვეული დრო ცეცხლში გაატარეს.
ხალხი ოკეანესა და პორტში მდგომ გემებს მიაწყდა გადასარჩენად.
"მადლობა ზღვას, რადგან ჩვენ შევძელით წყალში შესვლა. ცეცხლმა ზურგი დამიწვა და მე წყალში ჩავყვინთე. გავრბოდით, რომ თავი გადაგვერჩინა", - ამბობს გადარჩენილი კოსტას ლაგანოსი.
რამ გამოიწვია ცეცხლი?
ხანძარი მუდმივი პრობლემაა ცხელი და მშრალი ზაფხულის თვეების განმავლობაში ატიკის რეგიონში. ოფიციალური უწყებები ვარაუდობენ, რომ პირველად ცეცხლი მიტოვებულ სახლებში გაჩნდა.
15 ცეცხლის კერა ერთდროულად გაჩნდა ათენის სამ წერტილში", - განაცხადა მთავრობის სპიკერმა დიმიტრი ტსანაკოპოულოსმა.
მან დასძინა, რომ აშშ-ს დრონები სთხოვეს, რათა დააკვირდნენ და აღმოაჩინონ რაიმე საეჭვო აქტივობა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები