განახლება: ბოლო ცნობებით, მომღერლის მდგომარეობა სტაბილურია.

ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო ჰოლივუდში მდებარე საკუთარი სახლიდან ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც People იუწყება, მისი ჰოსპიტალიზირების მიზეზი ჰეროინის გადაჭარბებული დოზა აღმოჩნდა.

მომღერლის მდგომარეობა ამ დროისთვის არ ხმაურდება, თუმცა გამოცემის ცნობით, ლოვატოს სამკურნალო პროცედურები უტარდება.

ფიფლს პოლიციამ ლოვატოს სახლის მისამართიდან 25 წლის ქალის საავადმყოფოში გადაყვანა დაუდასტურა.

ლოვატოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კვებითი დარღვევების პრობლემები წლების განმავლობაში აწუხებდა. 2011 წელს, მან ბიპოლარული აშლილობისგან, ბულიმიისგან, დამოკიდებულებებისგან და თვითდაზიანებისგან გასათავისუფლებლად მკურნალობა დაიწყო, რის შემდეგაც, სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართა, სადაც ერთი წელი გაატარა.

2017 წლის მარტში, ლოვატომ განაცხადა, რომ სიფხიზლის 6 წელს აღნიშნავდა, თუმცა 2018 წლის ივნისში მან გამოუშვა სიმღერა Sober, რომელშიც ის მღერის, რომ სასმელს კვლავ იღებს, რისთვისაც დედ-მამას და ფანებს ბოდიშს უხდის.

მუსიკოსმა კვირას კალიფორნიაში გამართა კონცერტი, ხუთშაბათს კი მას ატლანტიკ სიტიში ჰქონდა დაგეგმილი გამოსვლა.

დემი ლოვატოს წარმომადგენლებს ჯერ პრესასთან არ უსაუბრიათ.