ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, შვილმა, ივანკა ტრამპმა, თავისი მოდის ბრენდი დახურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გადაწყვეტილება ივანკამ თავად მიიღო. ის ერთი წლის წინ კომპანიის მმართველობას გამოეყო და თეთრ სახლში გადავიდა, სადაც დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.

ივანკა ამ თანამდებობისთვის ხელფასს არ იღებს და მისი ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი სწორედ თავისი ბრენდი იყო, რომელმაც 2018 წელს $5 მილიონი მოუტანა.

ივანკამ თავისი კომპანია 2014 წელს დააარსა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისმა მამამ ამერიკის პრეზიდენტობის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, უამრავმა მომხმარებელმა ივანკას ბრენდს ბოიკოტი გამოუცხადა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ივანკას გადაწყვეტილება მისი ბრენდის მუშაობის ხარისხთან არ იყო კავშირში, უბრალოდ მას "ვაშინგტონში დარჩენა სურდა".

თეთრ სახლში მუშაობის დაწყებიდან 17 თვის გასვლის შემდეგ, ივანკამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ოდესმე დაუბრუნდებოდა თუ არა ბიზნესს.