ელჩების შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირებაა - ჩუგოშვილი სააკაშვილს პასუხობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შესახებ, "საქართველოში აკრედიტებული ელჩების შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირებაა".
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან მისი ორგანიზებული იყო და რამდენიმე ადამიანთან ერთად თავიდან ბოლომდე ესწრებოდა.
"პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ გამოიწვია აღფრთოვანება ელჩებში და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მან გააჟღერა ზუსტად იგივე პოზიცია, რაც თქვა ეთერში, საჯაროდ, ინტერვიუს დროს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დასავლეთის ქვეყნების ელჩებმა ივანიშვილს უთხრეს, რომ თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი.
"პრაქტიკულად დააშანტაჟეს და დაემუქრნენ. ამიტომ, შეიძლება დასავლეთის ზეწოლით, მან შემოაგდოს ვიღაც კანდიდატი, ან ერთი ან ორი, რომელიც ვითომ მისი არაა, მაგრამ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მისი იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ საკუთარი პოზიცია გააჟღერა და განაცხადა, რომ დემოკრატიული პროცესები ხელშეწყობისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატი გუნდიდან არ უნდა დასახელდეს.
მისი თქმით, მისი პოზიციაა, რომ დამოუკიდებელ ღირსეულ კანდიდატს დაუჭირონ მხარი და თუ ასეთი არ იქნება, არავის დაუჭირონ მხარი და "ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი".
ივანიშვილის პოზიციას პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ, 26 ივნისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა და დაეთანხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მან ივანიშვილის ხაზი გააგრძელა და თქვა, რომ "დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ არჩევნებზე ოცნებას კანდიდატი არ ეყოლება".
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები