მსოფლიოსთვის მეცნიერი ქალების გასაცნობად, ამ გოგომ ვიკიპედიაზე 270 სტატია დაწერა
ჯეს ვეიდი ახალგაზრდა მკვლევარია, რომელსაც მეცნიერებაში ახალი აღმოჩენების გაკეთების გარდა კიდევ ერთი დიდი მიზანი აქვს - მსოფლიოს ის ქალი მეცნიერები გააცნოს, რომელთა მიღწევებიც საზოგადოებისთვის უცნობია.
ამისთვის ის ვიკიპედიაში მათ შესახებ გვერდებს ხსნის. მხოლოდ 2017 წელს ჯესიმ 270 ქალზე შეიტანა ინფორმაცია.
ჯესი სადოქტორო კვლევაზე მუშაობს ლონდონის კოლეჯის ლაბორატორიაში:
"თავს ვთხოვ, რომ დღის განმავლობაში ერთ მეცნიერზე მაინც შევიტანო ინფორმაცია ვიკიპედიაში, მაგრამ ეს იმდენად ჩამთრევი საქმეა, ხანდახან დღეში სამ მეცნიერზეც ვწერ", - უთხრა მან Guardian-ს.
ჯესი ფიქრობს, რომ მეცნიერების კარი გოგოებისთვის და ბიჭებისთვის თანაბრად ღია არაა, რის გამოც, ცვლილებები შიგნიდან უნდა დაიწყოს.
"ვიკიპედია იდეალური ადგილია სწავლის მოყვარული ადამიანების დასაინტერესებლად. რაც უფრო მეტს კითხულობ ამ საოცარ მეცნიერ ქალებზე, მით უფრო მოტივირებული ხდები, რადგან მათი პერსონალური ისტორიები ნამდვილად შთამაგონებელია", - ამბობს ის.
როდესაც ჯესიმ მეცნიერების შესწავლა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ მის გარშემო სტუდენტების უმრავლესობას ბიჭები შეადგენდნენ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის მიმართულებით მსწავლელთა მხოლოდ 9%-ს შეადგენდნენ გოგოები.
ჯესი ვეიდის თქმით, უამრავი ფული იხარჯება გოგოების წასახალისებლად, რომ ტექნიკური მიმართულებებით დაინტერესდნენ, თუმცა მათი უმრავლესობის შინაარსი არაეფექტიანია.
"უამრავი ენერგია, ენთუზიაზმი და ფული იხარჯება ამ ინიციატივებში, თუმცა ისინი არ მუშაობენ. და ყველაზე საოცარი ისაა, რომ ისინი მტკიცებულებებზე და სხვა ქალების გამოცდილებებზე არ ყვებიან", - ამბობს ის.
პირველი ქალი მეცნიერი, რომლის შესახებაც ჯესიმ დაწერა, კლიმატურ ცვლილებების მკვლევარი კიმ კობი იყო. მეორე კი, ჟურნალ ნეიშენალ ჯეოგრაფიკის პირველი ქალი რედაქტორი სიუზან გოლდბერგი, რომელიც მარჯანზე კვლევებს ატარებდა.
ეს ყველაფერი არაა. მას შემდეგ, რაც მან 2017 წელს გამოცემული წიგნი Inferior წაიკითხა, რომელშიც გენდერულ სტერეოტიპებზე და იყო მოთხრობილი, მათი 70 ასლი შეიძინა და მეგობრებს და ახლობლებს აჩუქა.
ამის შესახებ, წიგნის ავტორმა ანჯელა სეინიმაც გაიგო, რის შემდეგაც მან ჯესის დაურეკა და უთხრა, რომ წიგნების ყიდვა უნდა შეეწყვიტა და 10 ხელმოწერილი წიგნი გაუგზავნა.
"რისი მიღწევის იმედი მაქვს? მინდა მეცნიერება უკეთესი სფერო და ადგილი იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იქ მუშაობს და მუშაობდა. გოგოებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ დააფასებენ, თუ ამ სფეროში ჩაერთვებიან. როცა სექსისტური გარემო შეიცვლება, გოგოები მეცნიერებით მეტად დაინტერესდებიან", - ამბობს ჯესი.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები