კომპანია Facebook-ის კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება დაახლოებით $17 მილიარდით შემცირდა. ასევე, შემცირდა კომპანიის აქციის ღირებულებაც.

ბაზრის ასეთი რეაქცია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ ანგარიშს მოყვა. ანგარიშის მიხედვით, კომპანიის სუფთა მოგება დაგეგმილზე საგრძნობლად ნაკლები აღმოჩნდა. კომპანიის სუფთა კვარტალურმა მოგება $5,12 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებზე $2 მილიარდით მეტია. თუმცა ამ კვარტლის განმავლობაში კომპანიის ანალიტიკოსები უფრო დიდ მოგებას ვარაუდობდნენ.

მოგების შემცირებას, უმთავრესად, კომპანიის ირგვლის მიმდინარე არაერთ გახმაურებულ სკანდალს მიაწერენ. მნიშვნელოვნად შემცირდა ახალი მომხმარებლების ზრდის ტემპი, განსაკუთრებით ეს პრობლემა ამერიკასა და ევროპაში გამოვლინდა.

კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში სურათი რადიკალურად არ შეიცვლება და კომპანიის სუფთა მოგება კვლავ შემცირდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებლის და ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება, ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთ დღეში $16,8 შემცირდა.