ამერიკელი პოლიციელებისა და დონატების მეგობრობის შესახებ ჰოლივუდური ფილმებიდან გეცოდინებათ.

მსოფლიოში გავრცელებული ამ სტერეოტიპის შესახებ მერილენდელმა მეთიუ როსემბურგმაც კარგად იცოდა და კანონის დარღვევის შემდეგ თავის დაძვრენა სწორედ ტკბილი ფუნთუშებით სცადა.

25 წლის მეთიუ პოლიციამ ქურდობისთვის დააკავა, ბიჭმა თავისუფლების სანაცვლოდ ოფიცერს დონატები შესთავაზა და თან სახლში მშვიდობით მისვლის პირობაც დადო.

"მჯერა, რომ ეჭვმიტანილი პოლიციელების მოქრთამვას სრულიად სერიოზულად ცდილობდა. მეტიც, მან თავისუფლების სანაცვლოდ ფულიც შემოგვთავაზა", - ამბობს ოფიცერი.

საბოლოოდ მეთიუ მაინც დააკავეს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ მას ფილმებისა და რეალური ცხოვრების ერთმანეთისგან გარჩევის უნარი ვუსურვოთ.