ისნის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის სპეცოპერაციის საქმეზე ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნო.
შიოაიპ ბორზიებს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სახელმწიფო ბრალდება მას უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას, ჯგუფურად ტერორისტული აქტის მომზადებას, ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის, ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებოდა.
სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისათვის და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისათვის რუსლან შავაძეს სასჯელის ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფისათვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ანატოლი ბერძენიშვილი, რამაზი მარგოშვილი, ზურაბი იდოიძე და რუსლან ალდამოვი. მათ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: ანატოლი ბერძენიშვილსა და რუსლან ალდამოვს - 11 – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზურაბი იდოიძეს - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაზი მარგოშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმის დეტალები
სასამართლოს განმარტებით, ახმედ ჩატაევი, ასლამბეკ სოლტახმადოვი, შოაიპ ბორზიევი და რუსლან შავაძე გაწევრიანებულები იყვნენ ტერორისტულ ორგანიზაცია ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში.
მათივე თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველოში ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელი, აიუფ ბორჩაშვილი და სხვა პირები დააკავეს, რომლებსაც მოქალაქეების ორგანიზაციაში გაწევრიანებასა და გადაბირებას ედავებოდნენ. როგორც სასამართლო განცხადებაში წერია, ახმედ ჩატაევმა მათი გათავისუფლების მიზნით ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას და მოითხოვა დაკავებულების გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიმუქრა საქართველოში ტერორისტული აქტების მოწყობით.
სასამართლოს განმარტებით, მას შემდგომ, რაც ზემოაღნიშნული პირები გასამართლდნენ, ახმედ ჩატაევმა გადაწყვიტა საქართველოში ტერორისტული აქტის მოწყობა და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად პირველ ეტაპზე, ტერორისტული აქტის მომზადების მიზნით საქართველოში გამოაგზავნა შოაიპ ბორზიევი და ასლამბეკ სოლტახმადოვი.
"აღნიშნული მიზნით, შოაიპ ბორზიევი და ასლამბეკ სოლტახმადოვი უკანონოდ შემოვიდნენ საქართველოში და რამაზ მარგოშვილის დახმარებით დაბინავდნენ ქ. თბილისში, კალაუბნის ქუჩა N20 კორპუსში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში".
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს, ისლამური სახელმწიფოს წევრები - ახმედ ჩატაევი, აბუ ჰურეირა და რუსლან შავაძე - ბადურ ჩოფანაშვილის, რუსლან ალდამოვის, ზურიკო გორნაკაშვილის, ზურაბ იდოიძისა და ანატოლი ბერძენიშვილის დახმარებით უკანონოდ შემოვიდნენ საქართველოში.
"მათივე დახმარებით დაბინავდნენ ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე #9 კორპუსში ზურიკო გორნაკაშვილის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ ბინაში. მათთან ერთად საცხოვრებლად გადავიდნენ შოაიპ ბორზიევი და ასლამბეკ სოლტახმადოვი".
სასამართლოს განცხადებით, ახმედ ჩატაევმა, შოაიპ ბორზიევმა, ასლამბეკ სოლტახმადოვმა და აბუ ჰურეირამ დაიწყეს აქტიური მოქმედებები ტერორისტული აქტის მოსამზადებლად. კერძოდ, 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში, ასლამბეკ სოლტახმადოვმა და აბუ ჰურეირამ ყვარლის რაიონში მდებარე შილდის ტყეში არსებული სამალავიდან ამოთხარეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა, რაც რამაზ მარგოშვილის დახმარებით გადაზიდეს ქ.თბილისში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში.
2017 წლის 21 ნოემბერს, შოაიპ ბორზიევი დაკავებულ იქნა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.
სასამართლოს თქმით, ახმედ ჩატაევი, ასლანბეკ სოლტახმადოვი და აბუ ჰურეირა შეეცადნენ ზემოქმედება მოეხდინათ სამართალდამცავებზე და მოითხოვეს შოაიპ ბორზიევის დაკავებიდან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიმუქრნენ ტერორისტული აქტების მოწყობით.
"როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ მათი ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდებოდა, ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცავების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი და ააფეთქეს ხელყუმბარები".
2017 წლის 21-22 ნოემბერს, ტერორისტების წინააღმდეგ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო ხუთმა სპეცრაზმელმა მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.
სპეცოპერაციისას გარდაიცვალნენ ტერორისტული დაჯგუფების ოთხიდან სამი წევრი, მათ შორის, ახმედ ჩატაევი.
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები