შავი ხვრელის ორბიტაზე არსებული ვარსკვლავი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აინშტაინი მართალი იყო
შავი ხვრელის ორბიტაზე მყოფ ვარსკვლავზე დაკვირვებით, მეცნიერებმა ზოგადი ფარდობითობის თეორია გადაამოწმეს.
ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო მოძრავმა ვარსკვლავმა მეცნიერებს აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის შემოწმების საშუალება მისცა.
დახლოებით 100 წლის წინ ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა თეორია, რომლის მიხედვითაც მიზიდულობის ძალას მატერიის მიერ სივრცისა და დროის გამრუდება განაპირობებს. ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში კი მეცნიერებმა აინშტაინის თეორიის დამამტკიცებელი ერთ-ერთი ნიშანი, წითელი წანაცვლება შავი ხვრელის გარშემო პირველად შენიშნეს.
როდესაც სინათლე მაღალი მიზიდულობის ზონას ტოვებს, მისი ტალღები "იწელება," ანუ იცვლება ტალღების სიხშირე, რაც ასეთი რეგიონებიდან წამოსულ სინათლეს წითელ ელფერს აძლევს. მეცნიერებმა ჩილეს უდაბნოში არსებული ძალიან დიდი ტელესკოპი გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ შავი ხვრელის ორბიტაზე მყოფი ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის სხივების სიხშირე ზუსტად იმ რაოდენობით იყო წითლისკენ წანაცვლებული, რამდენითაც ფარდობითობის თეორიის მიხედვით უნდა ყოფილიყო.
მეცნიერებს მიზიდულობის ძალით გამოწვეული წითელი წანაცვლება აქამდეც შეუმჩნევიათ. უფრო მეტიც, ისეთი სისტემების შექმნისას, როგორიც მაგალითად გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა ანუ GPS-ია, აუცილებელია გამოთვლებში წითელი წანაცვლების გათვალისწინება, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ ეს მოვლენა შავი ხვრელის სიახლოვეს დააფიქსირეს.
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელი ბუდობს, რომლის მასაც ჩვენი მზისას 4 მილიონით აღემატება. ასეთი შავი ხვრელების გარშემო უამრავი ვარსკვლავი ბრუნავს, რომლიდანაც კვლევისთვის მეცნიერებმა ერთ-ერთი, სახელად S2 აარჩიეს. ის შავი ხვრელის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს და მას ერთი ბრუნის შესასრულებლად 16 წელიწადი სჭირდება.
2018 წლის მაისში ვარსკვლავი შავ ხვრელს 20 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა, რაც ერთი შეხედვით შორია, მაგრამ შედარებისთვის, ეს მზისა და ნეპტუნს შორის მანძილს მხოლოდ 4-ჯერ აღემატება.
შავი ხვრელის გარშემო ზოგადი ფარდობითობის თეორიის სხვადასხვა მახასიათებლების შემოწმება რთულია, რადგან ასეთ რეგიონში ძალიან ბევრი ვარსკვლავი მოძრაობს. მეცნიერებმა უამრავიდან ერთი კონკრეტული ვარსკვლავის გამორჩევა და შესწავლა სპეციალური ტექნიკის, ადაპტური ოპტიკის საშუალებით მოახერხეს. გარდა ამისა, მათ ჩილეში არსებული 4 სხვადასხვა ტელესკოპიდან მიღებულ ინფორმაციას თავი ერთად მოუყარეს და მონაცემები ასე გაანალიზეს.
"ჩვენ რამდენიმე ტელესკოპის გაერთიანება შევძელით, ამით კი ერთგვარი სუპერ ტელესკოპი მივიღეთ, რამაც ამ აღმოჩენის გაკეთების საშუალება მოგვცა," - ამბობს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი რაინჰარდ გენზელი.
მეცნიერთა გუნდი ფიქრობს, რომ თუ ისინი შეძლებენ ისეთი ვარსკვლავის პოვნას, რომელიც შავი ხვრელის გარშემო კიდევ უფრო ახლოს ბრუნავს, ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ მოცემული საკითხი უფრო ღრმად შეისწავლონ და ფარდობითობის ზოგადი თეორიის სხვა ასპექტებიც გადაამოწმონ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები