ოსკარის მფლობელი მსახიობი, ოქტავია სპენსერი ნეტფლიქსის ახალ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს.

ახალი შოუ მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრებ მადამ სი ჯეი უოლკერზე იქნება, აფროამერიკელ ფილანთროპსა და პოლიტიკური აქტივისტზე, რომელიც აღიარებულია პირველ აფროამერიკელ ქალად, რომელიც თავისი შრომით მილიონერი გახდა.

უოლკერს სიმდიდრე მისმა ბიზნესმა მოუტანა. მან დააარსა მადამ სი ჯეი უოლკერის საწარმო, რომელიც სახისა და თმის მოვლის საშუალებების ყიდდა. უოლკერი, ასევე ცნობილია მისი ქველმოქმედებითა და აქტივიზმით. იგი ფინანსურად ეხმარებოდა მთელ რიგ ორგანიზაციებს და გახდა ხელოვნების მეცენატი. უოლკერის ვილაში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობდა, იმართებოდა აფროამერიკელთა საზოგადოებრივი შეკრებები.

ოქტავია სპენსერისთვის ეს რიგით მეორე სერიალი იქნება. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს Apple-ის ახალ სერიალში Are You Sleeping, რომლის პროდიუსერიც რიზ უიზერსპუნი იქნება.