ცხინვალის საგარეო და "ადმინისტრაციული ხაზის" შიდა ამბები
სადაცაა 10 წელი შესრულდება 2008 წლის ომიდან. საქართველოში მაცხოვრებელი დევნილებისა და კონფლიქტის ზონაში ომით დაზარალებული ადამიანებისთვის სტრესთან და ომის ზიანთან გამკლავების საკითხი კვლავ მტკივნეულ პრობლემად და დაუძლეველ გამოწვევად რჩება. არც დე–ფაქტო ადმინისტრაციების ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოქალაქეებისთვისაც არ დგას ეკონომიკური აღორძინების ხანა, მიუხედავად იმისა, რომ იქ აღიარების 10 წლისთავის აღნიშვნას დე–ფაქტო ხელისუფლება პომპეზურად ცდილობს და საგარეო "მოკავშირეებსაც" პოულობს, უკანასკნელ შემთხვევაში, სირიის სახით.
დაახლოებით, 26 ოჯახის ბედი, რომელთა საცხოვრებელი სახლები 2008 წლის ომის შედეგად დაზარალდა, დღემდე გაურკვეველია.ყველა მათგანი ერთი სოფლიდან, ზარდიაანთკარიდანაა. გასულ წელს სოფელს ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სახლების რეაბილიტაციას დაპირდნენ. დასახელდა კონკრეტული თანხაც, 750 ათასი ლარი, თუმცა საკითხი დღემდე არ დაძრულა.
ამერიკის ხმასთან საუბრისას ზარდიაანთკარის ერთ–ერთი მაცხოვრებელი ცისანა თაზიაშვილი ამბობს: "რა გითხრათ, ჩვენ 2012 წელს ივლისის თვეში შემოვედით სოფელში და იმის შემდგომ არაფერი არ გაუმჯობესებულა. როგორი ვითარებაც დაგვხვდა, ახლაც ასეა. სახლები ჭურვებისგან დაზიანებულია დღემდე და არავის აღუდგენია. 2008 წლამდე ხილი გვქონდა, ბაღები გვქონდა. ბაღები ახლაც გვაქვს, მაგრამ ხილი გახმა, რადგან სარწყავი წყალი არ იყო. წელს გვაქვს მორწყვის საშუალება. 2008 წლამდე სიმინდიც მოგვყავდა, ლობიოც მოგვყავდა, ბაზარში დავდიოდით, ამ პროდუქტს ვყიდდით და ვცხოვრობდით. ახლაც კი ვცხოვრობთ, მაგრამ არაფერი გვაქვს. მარტო მე კი არ ვარ ასე, ყველა ასეა სოფელში",– გვეუბნება ცისანა თაზიაშვილი და ჭურვებისგან დაზიანებული სახლების შესახებ აგრძელებს საუბარს.
სახალხო დამცველმაც რამდენჯერმე მისწერა ხელისუფლებას და მოითხოვა პასუხი იმის თაობაზე, თუ რატომ არაა გადაჭრილი ზარდიაანთკარელების საკითხი, მაგრამ პასუხი არ აქვთო – დასძენს ქალბატონი ცისანა. პასუხი კითხვაზე, რა შემოსავლით ცხოვრობს მისი ოჯახი ასეთია: "სოციალური დახმარება გვაქვს, სამნი ვართ ოჯახში, მე, ჩემი ქმარი და შვილი. მარწყვის საკრეფად ვიარე, ახლა მოცვის საკრეფად დავდივარ, დღეში 20 ლარია მუშის ხელფასი. მერე დაიწყება შინდის სეზონი, მერე ქლიავის, ვაშლის და თვეში 10 დღე, შემოდგომამდე ასე გამომდის. შარშან თქვეს, რომ ზარდიაანთკარში სახლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 750 ათასი ლარიო, სახურავებისა და კარ–ფანჯრისთვის. იყო კომისია, ყველა სახლი აღწერეს და ასე გამოვიდა, გამოიყო ეს თანხა, მაგრამ სად წავიდა, არ ვიცით, ქალაქის მერს რომ ვკითხეთ, არ ვარ საქმის კურსშიო, გვითხრა".
ამერიკის ხმა გორის საკრებულოს დეპუტატს მერაბ მახარაშვილს ესაუბრა. ის გახლავთ ზარდიაანთკარელების წარმომადგენელი ადგილობრივ საკრებულოში. აი, რაც ამბობს ჩვენთან საუბრისას დეპუტატი: "ზარდიაანთკარში იყვნენ მოსულები ხელისუფლების წარმომადგენლები და ხალხს უთხრეს, გამოვყოფთ თანხას სახლების რეაბილიტაციისთვისო. ვიცი, რომ შეიქმნა კომისია, რადგან დაიარეს აქ ადგილზე, შეამოწმეს სახლები, აღწერეს და 750 ათასი ლარი უნდა გადმორიცხულიყო. მოლოდინის რეჟიმში ვართ ისევ. ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა განხორციელებულიყო ხარჯვა. მევუთხარი ზარდიაანთკარელებს, ნებისმიერ დროს წამოგყვებით თბილისში, რომ ჩავაკითხოთ და მოვიკითხოთ ეს ამბავი–მეთქი".
ამერიკის ხმა ასევე ესაუბრა ლაშა დარსალიას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილეს: "კი ვიცი, კომისიის შესახებ. მისი ხელმძღვანელი დეტალურად ინფორმირებულია საქმის თაობაზე. თუ შეგიძლიათ მოგვიანებით დამიკავშირდეთ, გიპასუხებთ".
ამასობაში კი ანატოლი ბიბილოვმა, დე–ფაქტო ადმინისტრაციის პრეზიდენტმა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, მის პრეზიდენტს ბაშარ ასადსა და მთავრობის ხელმძღვანელს შეხვდა და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ მთელი რიგი გეგმებიც შეადგინა.
"ჩვენ დიდად ვაფასებთ თანამშრომლობისკენ მიმართულ შეთანხმებებს. დღეს სირიის არაბული რესპუბლიკა მიისწაფვის მშვიდობიანი ცხოვრებისა და აღმშენებლობისკენ, რაშიც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა მხოლოდ მეგობრულად განწყობილმა ქვეყნებმა – რუსეთის ფედერაციამ, ირანმა და სამხრეთ ოსეთმა. ჩვენ ასევე გამოვთქვამთ სურვილს, რომ სირიისა და სამხრეთ ოსეთის კომპანიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იმუშაონ როგორც სირიაში, ასევე სამხრეთ ოსეთში", – განაცხადა იმად ხამისმა, სირიის მთავრობის ხელმძღვანულმა. სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმების თანახმად, სირიის აღმშენებლობით პროცესში მონაწილეობა სამხრეთ ოსეთურმა კომპანიებმა უნდა მიიღონ.
ანატოლი ბიბილოვმა სირია სამხრეთ ოსეთს შეადარა და განაცხადა, რომ ამ რესპუბლიკების ბედი მსგავსია, რადგან სამხრეთ ოსეთიც ისევე აღმოჩნდა აგრესიისა და სანქციების, ასევე ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის პირისპირ, როგორც სირია. „ჩვენ ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს, ამიტომ იოლად გავუგებთ ერთმანეთს და განვავითარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს", – ამბობს ბიბილოვი.
მას შემდეგ, რაც სირიისა და დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ეკომონიკის მინისტრებს შორის გაფორმდება ხელშეკრულებები, სირიის მთავრობის ხელმძღვანელს, იმედი აქვს, რომ უკვე ბიზნესშეხვედრები გაიმართება და სირიელი საქმოსნები ესტუმრებიან სამხრეთ ოსეთს. ეკონომიკური შეთანხმებების შედეგად, სირიელი და სამხრეთ ოსეთელი პოლიტიკოსები, მესამე ქვეყნების სავაჭრო ბაზრის ათვისებას გეგმავენ.
აგვისტოს 2008 წლის მოვლენებიდან ათი წლის შემდგომ საქართველო და დე–ფაქტო ადმინისტრაციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით ვითარდებიან.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები