ავსტრალიელი ექიმის წერილი ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს
ვაქცინაციაზე უარის თქმა, შესაძლოა, თქვენი შვილისთვის სავალალო შედეგით დასრულდეს.
ავსტრალიელ ექიმს, რეიჩელ ჰიპს თავისი თვალით უნახავს ადამიანები, რომლებიც ისეთი დაავადებებით იტანჯებიან, რომელთა თავიდან აცილებაც ვაქცინებით ადვილად შეიძლებოდა. მან წერილი დაწერა, რომელიც იმ ადამიანებს მიუძღვნა, რომლებიც ბავშვებისთვის სავალდებულო აცრების გაკეთებას ეწინააღმდეგებიან.
წერილი შემდეგი შინაარსისაა:
"როდესაც თქვენს ორსულ შვილს წითურა დაემართება, როგორ აუხსნით მას, რომ თქვენ ამის თავიდან არიდება შეგეძლოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეთ? ან რას უპასუხებთ, როდესაც ის დაგირეკავთ და გეტყვით, რომ მას საშვილოსნოს სიმსივნე მხოლოდ იმის გამო აღმოაჩნდა, რომ თქვენ მას პაპილომას ვირუსის აცრა არ გაუკეთეთ?
რას უპასუხებთ, როდესაც ის გეტყვით, რომ თინეიჯერობის დროს გადატანილი ყბაყურის ვირუსის გამო ის ახლა უშვილოა?
ან რას იზამთ, როდესაც თქვენი ბავშვი გრიპის ვირუსს ბებიას გადასდებს, რომლის თავიდან არიდებაც ყოველწლიური ვაქცინაციით შეიძლება და როგორ აუხსნით მას, რომ ბებია საავადმყოფოდან სახლში აღარასდროს დაბრუნდება?
ალბათ მას ეტყვით, რომ ეს დაავადებები სერიოზული საფრთხის შემცველი არ გეგონათ. ან ეტყვით, რომ თქვენ მიგაჩნდათ, რომ სახლში გაკეთებული ჯანმრთელი საკვები მათი ორგანიზმის დასაცავად საკმარისი იქნებოდა და თვლიდით, რომ ვაქცინა ზედმეტი იყო.
მოუხდით მას ბოდიშს?"
წერილი ექიმის კაბინეტთან კედელზე იყო გამოკრული, მას სურათი ერთ-ერთმა პაციენტმა გადაუღო და ფეისბუქზე გაავრცელა. პოსტს 214 000 გაზიარება აქვს.
რეიჩელმა წერილი თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა. მას უნახავს ჩვილი ბავშვები, რომლებიც ყივანახველასგან დაიღუპნენ. მასთან მოხვედრილან პაციენტები ტეტანუსით, როტა ვირუსით, პნევმოკოქცემით და სხვა დაავადებებით, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
ექიმმა ვაქცინაციის მხარდამჭერთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც ვაქცინების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.
"მე უამრავი კომენტარი მინახავს, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მშობლებს არჩევანის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი ბავშვის სიცოცხლის უფლებაა. ასეთ დაავადებებს შეუძლიათ მთელი მათი ცხოვრება განსაზღვრონ. თქვენ არ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, გაიკეთებს თუ არა თქვენი ბავშვი მანქანაში უსაფრთხოების ღვედს, ეს ბავშვის სიცოცხლის დაცვისთვის აუცილებელია. ბავშვები არ არიან ნივთები, რომლებსაც თქვენ ფლობთ," - ამბობს ექიმი.
გავრცელებული "ცრურწმენა", თითქოს ვაქცინები აუტიზმს იწვევს, 1998 წელს ენდრიუ ვეიკფილდის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ გამოიწვია. მას შემდეგ ეს ფაქტი მრავალჯერ გადამოწმდა და სამეცნიერო წრეები შეთანხმდნენ, რომ ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს. კვლევის ავტორს, ენდრიუ ვეიკფილდს კი ექიმის ლიცენზია შეუჩერდა.
1994-დან 2006 წლამდე ბავშვებისთვის გაკეთებული ვაქცინები მათი ცხოვრების პერიოდში 381 მილიონი დაავადების, 24.5 მილიონი ჰოსპიტალიზაციის და 885,000 სიკვდილის შემთხვევას აგვარიდებს.
ვაქცინების ეფექტურობა კოლექტიურ ვაქცინაციაზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, წითელას ვაქცინა შემთხვევების მხოლოდ 95 პროცენტშია ეფექტური. ეს კი ტოვებს 5-პროცენტიან შანსს, რომ ვაქცინირებული ბავშვები მაინც დაინფიცირდნენ. როცა საზოგადოება თანხმდება, რომ ვაქცინაცია სავალდებულოა, ეპიდემიების რისკი მინიმუმამდე დადის. ამ მოვლენას კოლექტიური იმუნიტეტი ეწოდება.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები