საქართველო-სომხეთის საზღვარზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სადახლოს გორაკზე ცეცხლი 30 ივლისს გვიან ღამით გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე 20 ჰა ფართობი დაიწვა, ხოლო სომხეთის ტერიტორიაზე - 50 ჰა. ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი.