ეკა ბესელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს
პარტია ქართული ოცნების წევრის, ეკა ბესელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს. სწორედ სალომე ზურაბიშვილი განიხილება იმ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატად, რომელსაც მმართველი გუნდი არჩევნებზე მხარს დაუჭერს.
"ჩვენ საარჩევნო კოდექსში გვაქვს ასეთი დათქმა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, რეგისტრაციის პროცესში უნდა ჰქონდეს მიმართვა იმ ქვეყნისთვის მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე, რომლის მოქალაქეობაც აქვს", - აღნიშნა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე წარადგენს, მას პირველივე ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი ექნება.
"ის [სალომე ზურაბიშვილი] ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. განსაკუთრებით იმ კანდიდატებს რომ ვუყურებ, რომლებიც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა", - თქვა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ გუშინ, 30 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართული ოცნება მას შემდეგ დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს, რაც ყველა სხვა კანდიდატი გახდება ცნობილი. მისივე თქმით, მას მოსწონს იდეა, რომ საპრეზიდენტოდ დამოუკიდებელი ქალი კანდიდატი დასახელდეს.
მსგავსი განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 24 ივლისს პირველ არხთან მიცემულ ინტერვიუში გაავრცელა. ივანიშვილი ამბობდა, რომ მისი პოზიციაა, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი და თუ ასე არ იქნება, მაშინ "ოპოზიციამ გაინაწილოს ეს მანდატი".
ანალოგიურად ფიქრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, თუ კი ქართულ ოცნებას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, ეს დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება.
ჯერ კიდევ უცნობია როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. ამის გამო, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პრეზიდენტს რეკომენდაციებით მიმართა, სადაც ისინი მოუწოდბენ მარგველაშვილს, რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს არჩევნების თარიღი.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები