მზად ვართ თუ არა უცხოპლანეტელებთან შესახვედრად? - პოსტკონტაქტური პროტოკოლი
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენ უცხო ცივილიზაციისგან სიგნალს მივიღებთ?
შანსი იმისა, რომ სამყაროში ჩვენ გარდა სხვა სიცოცხლეც არსებობს, ძალიან მაღალია, ხოლო ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამისა, უცხოპლანეტელებთან შეხება არ გვქონია, ფერმის პარადოქსის სახელით არის ცნობილი.
მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ უცხო ცივილიზაციისგან მესიჯი მივიღეთ, რა იქნება კაცობრიობის შემდეგი ნაბიჯი? როგორ უნდა მოიქცეს დედამიწა?
რამდენადაც ცნობილია, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის მთავრობას უცხოპლანეტელებთან ურთიერთობის პროტოკოლი შემუშავებული არ აქვს. კითხვაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმებოდა უცხო ცივილიზაციისგან მესიჯის მიღების შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კოსმოსური სივრცის კომიტეტმა უპასუხა, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ ასეთი მოვლენისთვის მზად არ ვართ? ყოველგვარი გეგმისა და წინასწარი მზაობის გარეშე, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ კონტაქტის დამყარების შემდეგ ჩვენს პლანეტას გაურკვევლობა და პანიკა მოიცავს.
ადამიანები უცხო სიცოცხლის არსებობას ყოველთვის სერიოზულად ვეკიდებოდით. მთვარეზე ადამიანის გაგზავნისას NASA ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა იმ ფაქტს, რომ ასტრონავტებს დაბრუნებისას შესაძლოა მთვარიდან უცხო ბაქტერიები და ვირუსები ჩამოეტანათ, რომლებსაც პოტენციურად დედამიწაზე სიცოცხლის განადგურება შეეძლებოდათ.
ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი დედამიწზე დაბრუნებისას ბიოლოგიური უსაფრთხოების კოსტუმებით აღჭურვეს და 3-კვირიან კარანტინში მოათავსეს, სადაც მათ ინტენსიურად აკვირდებოდნენ. აპოლოს რამდენიმე მისიის შემდეგ NASA-მ ეს პრაქტიკა შეწყვიტა, რადგან ისინი დარწმუნდნენ, რომ მთვარე ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
თუმცა პლანეტათაშორისი დაბინძურება მაინც მნიშვნელოვან საკითხად რჩება. 1989 წლის 18 ოქტომბერს ნასამ იუპიტერისა და მისი მთვარეების შესასწავლად ხომალდი გალილეო გაგზავნა, მისია ძალიან წარმატებული გამოდგა და ის 8 წლის განმავლობაში იკვლევდა იუპიტერის სისტემას, თუმცა გალილეოს ერთი პრობლემა ჰქონდა, ის სტერილიზირებული არ იყო. რადგან მეცნიერები უშვებდნენ, რომ იუპიტერის მთვარეებზე შესაძლოა თხევადი წყალი ან თუნდაც მიკროსკოპული სიცოცხლე მაინც ყოფილიყო, NASA-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხო ბიოსფერო დედამიწისეული მიკრობებით ან ვირუსებით არ დაებინძურებინა და ამის გამო მან გალილეო იუპიტერისკენ მიმართა, სადაც ის ატმოსფეროში დაიწვა და დედამიწიდან გაყოლილ მიკრობებსა და ვირუსებთან ერთად განადგურდა.
და რატომ გავიხსენეთ ეს ისტორიები? ეს მაგალითები ამტკიცებს, რომ არსებობს სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების მიერ მიღებული პროტოკოლი და გადაწყვეტილებები, რომლებიც პირდაპირ იმ დაშვებაზეა დაფუძნებული, რომ უცხოპლანეტელები შესაძლოა მართლაც არსებობდნენ, თუმცა ეს ის მაქსიმუმია, რაც მათგან ამ საკითხზე შეგვიძლია მივიღოთ.
როდესაც საქმე უცხოპლანეტელებთან აქტიურ კომუნიკაციას ეხება, ამ საკითხში ისეთი ორგანიზაციებს უნდა მივმართოთ, როგორიც SETI, ანუ არამიწიერ ცივილზაციათა ძიების ინსტიტუტია. SETI ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც უცხო ცივილიზაციებისგან გამოგზავნილ სიგნალებს ეძებს. მათ ცისკენ რადიოტელესკოპები აქვთ მიმართული, რომლებიც უცხოპლანეტელების კვალს მუდმივ რეჟიმში ეძებენ.
მათ შემუშავებული აქვთ სპეციალური პროტოკოლი, რომელიც უცხო ცივილიზაციიდან სიგნალის დაფიქსირების შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს. ხოლო თუ ასეთი რამ მართლაც მოხდება, სავარაუდოა, რომ სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები სწორედ SETI-ს რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებენ, რადგან ის უცხოპლანეტელებთან მოქცევის ერთადერთი ინსტრუქციაა.
SETI-ს წარმომადგენელი ხსნის, რომ უცხოპლანეტელებისგან მიღებული შესაძლო სიგნალის გადამოწმებას და დადასტურებას რამდენიმე დღე დასჭირდება, ამიტომ მედიას საკმარისი დრო ექნება, რომ საზოგადოებაში სპეკულაცია და მღელვარება გამოიწვიოს.
SETI-ს პროტოკოლი უცხო ცივილიზაციის სიგნალის დაფიქსირების შემთხვევაში შემდეგია:
- ადამიანები, რომლებიც სიგნალს აღმოაჩენენ, აგრძელებენ მის გადამოწმებას, რათა დადასტურდეს, რომ სიგნალი ნამდვილად არადედამიწისეული წარმოშობისაა.
- SETI დეკლარაციაში არსებულ ყველა მხარეს აღმოჩენის შესახებ ატყობინებს.
- სიგნალის სარწმუნოობის დადასტურების შემდეგ შეტყობინება ასტრონომიული ტელეგრამების ცენტრალურ ბიუროში იგზავნება.
- ასტრონომიული ტელეგრამების ცენტრალური ბიურო კი ინფორმაციას დედამიწის ყველა კუთხეში არსებულ ექსპერტებსა და ასტრონომებს გადასცემს.
- შეტყობინება ეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
უცხო ცივილიზაციებისგან მიღებული სიგნალის შეფასება რიოს შკალით მოხდება. რიოს შკალა არის კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლითაც შესაძლოა დადგინდეს სიგნალის მნიშვნელობა. მისით ფასდება რამდენად გადამოწმებადია სიგნალი, ვინ და როგორ აღმოაჩინა ის, რა მანძილითაა სიგნალის წყარო ჩვენგან დაშორებული და ა.შ.
რიოს შკალის უკეთ აღსაქმელად შეგვიძლია მისით ისტორიული ან თუნდაც გამოგონილი მოვლენები შევაფასოთ. 2001: კოსმოსურ ოდისეაში აღმოჩენილი მონოლითი რიოს შკალის მე-6 საფეხურზე იქნებოდა.
1996 წელს გადაღებულ ფილმ დამოუკიდებლობის დღეში პირველი სიგნალი შკალის დაახლოებით მე-5 საფეხურზე იქნებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვეოდა, რომ სიგნალის წყარო მთვარეზე ახლოს არის და თან მოძრაობს, ის ავტომატურად მე-10 საფეხურზე გადავიდოდა.
1976 წელს მარსზე აღმოჩენილი სახე შკალის მე-2 საფეხურზე იყო, სანამ მაღალი რეზოლუციის სურათებით გაირკვეოდა, რომ ის სხვა არაფერი იყო, ვიდრე უბრალოდ მთა.
ახლა დავუშვათ, რომ ჩვენ უცხოპლანეტელებისგან სიგნალი მივიღეთ და სტატიაში აქამდე ჩამოთვლილი ყველა ნაბიჯი გავიარეთ. რა იქნება დედამიწის პასუხი?
თუ ჩვენ გვინდა, რომ უცხო ცივილიზაციას ჩვენი გონებრივი შესაძლებლობებისა და ინტელექტის შესახებ შევატყობინოთ, ალბათ, მათ უნდა გავუგზავნოთ ფიბონაჩის მიმდევრობა, პის რიცხვი, ან რაიმე მათემატიკური ფორმულა, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათემატიკისა და ფიზიკის კანონები მთელ სამყაროში მსგავსია.
ან, შეიძლება უმჯობესი იყოს, რომ ჩუმად ვიყოთ და ხმა არ ამოვიღოთ.
სტივენ ჰოკინგის აზრით, ადამიანები კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტს დავამყარებთ.
"უცხოპლანეტელებთან შეხვედრა შეიძლება ისევე განვითარდეს, როგორც კოლუმბისა და ამერიკელი ინდიელების ისტორია, რაც არც ისე სასიამოვნო ამბავი იყო", - ამბობს მეცნიერი.
კაცობრიობის ისტორიაში, სხვადასხვა კულტურების ერთმანეთთან შეხვედრა, როგორც წესი, ერთ-ერთის განადგურებას იწვევდა. ამიტომ უცხოპლანეტელებთან შესაძლო კონტაქტის დროს, ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ყველაფერს ადამიანური აზროვნების ჩარჩოდან ვუყურებთ. ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ უცხო ცივილიზაციას, რომელიც ჩვენთან კონტაქტს დაამყარებს, ცუდი მიზნები აქვს, მაგრამ შეიძლება ასე მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვმსჯელობთ, რადგან ახალ ხალხთან ან კულტურასთან შეხვედრისას სწორედ ჩვენ ვიქცევით ხოლმე ასე. იქნებ უცხოპლანეტელები მეგობრულებიც იყვნენ და მათ ჩვენი დახმარება უნდოდეთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ და ისინი დახმარებას შესაძლოა სხვადასხვაგვარად აღვიქვამდეთ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაინც ჰიპოთეტური აზრებია. უცხოპლანეტელებზე ჩვენი შეხედულებების უმეტესობა არა ფაქტობრივ მასალას, არამედ ჩვენს წარმოსახვას ეყრდნობა. ჩვენ არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ მათთან კონტაქტისას, თუმცა ამ ყველაფერზე ფიქრით ჩვენ საკუთარი თავის შესახებ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები