როგორ უნდა დაარეგისტრიროთ ტაქსი - ინსტრუქცია
პირველი აგვისტოდან თბილსში ტაქსების რეგისტრაცია იწყება. ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და ანაზღაურების სანაცვლოდ მანქანით მგზავრთა გადაყვანა სურს. მანქანაში მძღოლის სავარძლის გარდა რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი არ უნნდა იყოს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადასაყვანად, ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში - 50 ლარს. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვის გაცემის საფასურისგან სრულად თავისუფალია.
თბილისის მერიის განცხადებით, ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge:
- ვებგვერდზე მოცემულია მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც ავსებს ნებართვის მაძიებელი;
- სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მაძიებელი ავტორიზდება მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით;
- ავტორიზაციის შემდეგ, ნებართვის მაძიებელი მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცის მართვასთან დაკავშირებით ელექტრონულად აწერს ხელს წესებს და პირობებს ID ბარათის გამოყენებით, ერთჯერადად;
- ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების შემდეგ, გააქტიურდება მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცე;
- ნებართვის მაძიებელი ავტომობილის დამატების ინსტრუმენტით მიუთითებს პირად ან ორგანიზაციის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს, რის შედეგადაც სასურველი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაემატება მის პირად მუნიციპალურ სივრცეში.
- დამატებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვის მოთხოვნის ინსტრუმენტით, ნებართვის მაძიებელი ქმნის ელექტრონულ განაცხადს ელექტრონულად აწერს ხელს ID ბარათის გამოყენებით;
- ნებართვის მაძიებელს ნებართვის მიღება, ასევე, შეუძლია, მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. ამ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე პირი, სპეციალური კოდის გენერირების და გაზიარების ინსტრუმენტით ქმნის უნიკალურ ტაქსის კოდს, რომელსაც გადასცემს ნებართვის მაძიებელს;
- ნებართვის მაძიებელი, რომელსაც უკვე გავლილი აქვს ავტორიზაცია, დამატების ინსტრუმენტით უთითებს მფლობელის მიერ გადაცემულ უნიკალურ ტაქსის კოდს და ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერს, რის შემდეგაც ავტომობილი აისახება მის პირად სივრცეში და ქმნის ელექტრონულ განაცხადს ნებართვის მოთხოვნით;
- ნებართვის მოთხოვნის შემდეგ, მაძიებელი სისტემაში შექმნილი ინვოისის საფუძველზე ნებართვის გაცემის საფასურს იხდის ვებგვერდის ონლაინ გადახდის სისტემის ან ფინანსური დაწესებულების გამოყენებით;
- თუ სატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვა უკვე გაცემულია, პირს, რომელსაც სურვილი აქვს ამ სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა, ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის თანხმობით, შეუძლია მგზავრთა გადაყვანა განახორციელოს უკვე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადით ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის გარეშე.
- ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საფასურის გადახდისთანავე;
- თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა გაიცემა ერთჯერადად ერთი წლის ვადით.
ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში, ვალდებულია:
- ელექტრონულად მიღებული ნებართვა ამობეჭდოს A5 ფორმატის ქაღალდზე და განათავსოს სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა და გადამოწმება მგზავრის და მაკონტროლებლის მიერ;
- უზრუნველყოს მომსახურების გაწევა მხოლოდ ნებართვაზე მითითებული მსუბუქი ავტომობილით;
- მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალების სახურავის შუა ადგილას დაამაგროს ტაქსის აღმნიშვნელი ყვითელი მანათობელი ნიშანი;
- სატრანსპორტო საშუალებაში დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
- არ გადაიყვანოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრი;
- არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარიდან;
- მგზავრთან შეთანხმების გარეშე არ გადაიყვანოს სხვა მგზავრი;
- ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში;
- ხელი შეუწყოს კონტროლის განმახორციელებელ პირს მუშაობაში.
თბილისის მერიის განმარტებით, კონტროლის განმახორციელებელი უწყება უფლებამოსილია, წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს და შეუზღუდავად შეამოწმოს ტაქსის მძღოლი. სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კი მძღოლი დაჯარიმდება ან ნებართვა შეუჩერდება.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები