გაატარე ზაფხული საინტერესოდ - ვისოლ ჯგუფი და ილიაუნი სტუდენტებისთვის საზაფხულო პროექტს იწყებენ
ვისოლ ჯგუფისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით, 200-მდე სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს რეგიონებში იმოგზაუროს და ზაფხულის ბოლო თვე საინტერესო საქმიანობას დაუთმოს. "საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა #იზრუნე" 6 აგვისტოს აიღებს სტარტს და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. სტუდენტები ოთხ ნაკადად გაემგზავრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე ყაზბეგსა და დედოფლისწყაროში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას სამეურნეო თუ ტურისტულ საქმიანობაში დაეხმარებიან. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN და USAID.
როგორც ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აღნიშნავს, ძირითადი აქტივობები მიმართული იქნება იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონებში სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ტურიზმის კუთხით არსებობს.
"ამ ეტაპზე პროექტი მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაა, მაგრამ ვფიქრობთ, მომავალ წელს პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ სტუდენტს მიეცემა", – ამბობს ფხაკაძე.
პროექტის მონაწილეები სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევიან. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია აღნიშნავს, პროექტში მონაწილეობის სურვილი უკვე 100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.
"უმაღლესი განათლება მხოლოდ უნივერსიტეტის კედლებში არ უნდა ხდებოდეს და მხოლოდ გაწერილი პროგრამის შესრულებას არ უნდა ემსახურებოდეს. უნივერსიტეტი იმისთვისაა, რომ საკუთარი თავი ბევრი კუთხით გამოსცადო. აღსანიშნავია სოლიდარობის კომპონენტიც, რომელიც ამ პროექტში დევს. მისასალმებელია, როცა კერძო ბიზნესი ერთვება მსგავს ინიციატივაში, რადგან ერთი მხრივ, მათაც სჭირდებათ დამოუკიდებელი, განათლებული კადრები, მეორე მხრივ კი, ეს არის ზრუნვა ქვეყნის მომავალზე. ასე რომ, ეს უნარები და ცოდნა, რომელსაც პროექტში შეიძენენ სტუდენტები, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარისათვის", - ამბობს გიგა ზედანია.
მომავალ წელს პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ჩართვის საშუალება სტუდენტებს მთელი საქართველოდან მიეცემათ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები