NDI-ს კვლევის შედეგად, მოსახლეობის 36 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 17 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა ნამდვილად არასწორად ვითარდება.

ასევე, 17 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოს ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 2 პროცენტის აზრით, ქვეყანა ნამდვილად სწორად ვითარდება.

ფოტო: NDI

NDI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუსთვის 2 409 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის შეირჩა, საიდანაც გამოპასუხება 49 პროცენტია, ცდომილება კი - 1,9 პროცენტი.

კვლევა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები CRRC საქართველომ შეასრულა. მოსახლეობა არ გამოკითხულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.